x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
ჟვანიას კლინიკა გრიგოლ ნარსიას შვილის მკურნალობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
image
ქუთაისში "საქართველოს ბანკზე" თავდამხმაში მონაწილე გრიგოლ ნარსიას გარშემო გავრცელდა ინფორმაცია, რომ მან ასეთი ნაბიჯი ბავ­შვის ჯან­მრთე­ლო­ბისა და ეკო­ნო­მი­კუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის გამო გადადგა.



ნარსიამ თავად განუცხადა ადვოკატებს, რომ მის არასრულწლოვან შვილს გულის მანკი აქვს, შვილის სამკურნალოდ თანხები არ ჰქონდა.


"შვი­ლი გუ­ლის მან­კი­თაა და­ა­ვა­დე­ბუ­ლი, რო­მე­ლიც 6 თვი­დან მკურ­ნა­ლობს და ახლა 14 წლი­საა, სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო კურსს ჟვა­ნი­ას კლი­ნი­კა­ში გა­დის, რო­მე­ლიც საკ­მა­ოდ დიდ ხარ­ჯებ­თა­ნაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. გულ­ზე შუნ­ტი­რე­ბა 6 თვის ასაკ­ში აქვს გა­კე­თე­ბუ­ლი და ჟვა­ნი­ას კლი­ნი­კა­ში ყო­ველ­წლი­უ­რად გა­დის სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო კურსს. მას სა­ხელ­მწი­ფოს­გან არა­ნა­ი­რი დახ­მა­რე­ბა არ ჰქო­ნია“.-განაცხადა დაკავებული ნარსიას ადვოკატმა ციცინო ბაბუნაშვილმა.და ეს ვესია გავრცელდა ქართულ მედიაშიც.


"ამ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში დაშ­ვე­ბუ­ლია თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო სა­მე­დი­ცი­ნო უნი­ვერ­სი­ტე­ტის გივი ჟვა­ნი­ას სა­ხე­ლო­ბის პე­დი­ატ­რი­ის აკა­დე­მი­უ­რი კლი­ნი­კი­სათ­ვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი უზუს­ტო­ბა; ვი­ნა­ი­დან ხსე­ნე­ბულ კლი­ნი­კა­ში არ მიმ­დი­ნა­რე­ობს ბავ­შვთა კარ­დი­ო­ქი­რურ­გი­უ­ლი ოპე­რა­ცი­ე­ბი და შე­სა­ბა­მი­სად, არ ტარ­დე­ბა რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის კურ­სი, აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, და­კა­ვე­ბუ­ლის, გრი­გოლ ნარ­სი­ას შვილს ამ კლი­ნი­კა­ში რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის კურ­სის გავ­ლა არ შე­ეძ­ლო და არც გა­უვ­ლია.




ზე­მოხ­სე­ნე­ბუ­ლი გა­რე­მო­ე­ბე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, კლი­ნი­კას არ გა­აჩ­ნია არა­ნა­ი­რი ინ­ფორ­მა­ცია გრი­გოლ ნარ­სი­ას შვი­ლის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ და ზე­მოთ მი­თი­თე­ბუ­ლი დი­აგ­ნო­ზით კი­დევ ერთხელ უარ­ყოფს გივი ჟვა­ნი­ას სა­ხე­ლო­ბის პე­დი­ატ­რი­ის აკა­დე­მი­ურ კლი­ნი­კა­ში გრი­გოლ ნარ­სი­ას შვი­ლის მკურ­ნა­ლო­ბის ფაქტს" - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.


შეგახსენებთ, „საქართველოს ბანკის“ ფილიალში შეიარაღებული პირი 20 სექტემბერს დილით შეიჭრა. ის ითხოვდა 2 მილიონ დოლარს, ვერტმფრენს რუსულ დროშას და ანკესს, თან აცხადებდა, რომ ბანკში ასაფეთქებელი მოწყობილობები დაამონტაჟა. თავდაპირველად, თავდამსხმელს 12 მძევალი ჰყავდა აყვანილი.შემდეგ მისი მოთხოვენები შეიცვალა და 1, 5 დოლარზე ჩამოვიდა.


.

4
135
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
135
  
2022, 23 სექტემბერი, 23:33
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2022, 22 სექტემბერი, 22:50
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2022, 22 სექტემბერი, 18:54
სიმართლეს ამბობს, მაგრამ რა დააშავეს მძევლებმა?
2022, 22 სექტემბერი, 15:46
უი. და ნეტა უბრალოდ აერია საავადმყოფოს სახელი თუ ტყუილი ტქვა საერთოდ ბავშვზე?
0 1 4