x
image
ხათოხათო
ბარსელონაში საქართველოს კონსულმა თანამდებობა დატოვა

imageბარსელონაში საქართველოს კონსულის პოსტზე პაატა პაპუაშვილი უკვე მესამე წელია რაც მუშაობდა, დღეს მან პროტესტის ნიშნად თანამდებოდა დატოვა.

ამის შესახებ პაატა პაპუაშვილმა "ინტერპრესნიუსს" აცნობა. "მინდა გამოვხატო დიდი გულისტკივილი საქართველოს სასჯელაღსრულების სისტემაში მომხდარი ადამიანთა მასობრივი წამების ფაქტების გამო და გავიზიარო საქართველოს მოსახლეობის აღშფოთება ამ მოვლენებთან დაკავშირებით. ძალადობის მიმართ პროტესტისა და უფლებაშელახულ ადამიანთა სოლიდარობის ნიშნად, ვტოვებ დაკავებულ თანამდებობას", - ნათქვამია პაატა პაპუაშვილის განცახდებაში. მისი თქმით, მან უკვე მიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს.

3
196
11-ს მოსწონს
ავტორი:ხათოხათო
ხათოხათო
196
  
2012, 26 სექტემბერი, 0:13
ღმერთმა ქნას ბევრმა მოგბაძოს .... და მივაღწიოთ იმას რაც უკეთესია საქართველოსთვის .....
0 1 3