x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
შინაგანად და გარეგანადაც მაინც ლამაზი: მჟავათი თავდასხმის ირანელ მსხვერპლებს მოდელებად ირჩევენ
image

მას მამამთილმა გადაასხა სახეზე მჟავა და დააბრმავა, მაგრამ 39 წლის მასუმ ატაიემ თავისი სილამაზის გამოსაჩენად ახალი ცხოვრება დაიწყო და მოდელი გახდა.


მას არ სურს, რომ იგი განსაზღვრონ მხოლოდ როგორც ბოროტი ქმედებით დაბრმავებული ადამიანი. მას სურს, რომ იცნობდნენ როგორც მხატვარს და მოდელს.



მასუმ ატაიმ დღემდე ვერ იპოვა სამართალი 12 წლის წინ განხორციელებული სასტიკი თავდასხმის გამო, რამაც იგი სამუდამოდ დაამახინჯა.


image

მამამთილმა სახეში მჟავა იმიტომ შეასხა, რომ ის ქმრისგან განქორწინებას ცდილობდა, მაგრამ ირანის ისლამური კანონის თანახმად, იგი ამის გამო ორი თვალიდან მხოლოდ ერთი თვალის ღირსი იყო.


ბოლოს ოჯახი დაემუქრა, რომ საჩივრის შეტანის შემთხვევაში შვილსაც იგივე სასჯელი ელოდა.


”სამართალს, ჩემი შვილი ვარჩიე”, - თქვა მან.



„შესაძლოა, ქალის სახის სილამაზე არის ყველაფერი, რაც მას გააჩნია. როცა ეს ნადგურდება, ადამიანს ძალიან უჭირს ამის შეგუება და ისევ საზოგადოებაში დაბრუნება."

image


ირანელი მოდის დიზაინერი ამენ ჰადემი ქირაობს მჟავისგან დასახიჩრებულ მსხვერპლებს, როგორც მოდელებს საზოგადოებაში მათი რეინტეგრაციის მიზნით.

იგი ამბობს, რომ მჟავა შესხმული ადამიანები მაინც ჯერ კიდევ ლამაზები არიან, სილამაზეს მატებენ ტანსაცმელს.


image

2014 წელს მჟავით თავდასხმების ტალღამ გადაუარა ირანს, რამაც პროტესტი გამოიწვია.დამნაშავეები მიზანში იღებდნენ ძირითადად იმ ქალებს, რომლებსაც "მოკრძალებული“ ტანსაცმელი არ ეცვათ.


ყველაზე სამარცხვინო შემთხვევა 2011 წელს მოხდა, როდესაც ახალგაზრდა ქალი, ამენ ბაჰრამი, მამაკაცმა დააბრმავა იმის გამო, რომ მან უარი ცოლად გაყოლაზე.


საზოგადოების ზეწოლის გამო სასამართლომ საქმეს სრული ანგარიშსწორების მიმართულება მისცა; სამაგიეროდ ორივე თვალით დათხრა, თუმცა ის ბოლო მომენტში შეიწყალეს.


ამავე ამბის მიხედვით ირანელმა რეჟისორმა გადაიღო ფილმი, რომელსაც " ლანტორი" ჰქვია.

მჟავით თავდასხმები არის სასტიკი, მტანჯველი მეთოდი, რომლებიც ბევრ ქვეყანაში გამოიყენება ქალების გარეგნობის დასასახიჩრებლად.


ირანში მოხალისე მილიციელები მოქმედებენ, როგორც ისლამური კოდექსის თვითდანიშნული მცველები.


ადგილობრივი მედია ვარაუდობს, რომ შესაძლოა ქალებზე ორჯერ მეტი თავდასხმა იყოს, ვიდრე ოფიციალურად არის დადასტურებული.


ბოლო წლების განმავლობაში, ირანში მჟავათი ათობით ქალს თავს დაესხნენ. ირანის ჯანდაცვის სამინისტროს სტატისტიკის მიხედვით ყოველწლიურად 60-დან 70-მდე მჟავათი თავდასხმა ფიქსირდება.


2019 წელს ირანის პარლამენტმა მიიღო კანონი, რომლის მიხედვითაც მჟავათი თავდასხმის მონაწილე სიკვდილით ისჯება.


კანონპროექტი შეფასდა, როგორც მჟავას თავდასხმის მსხვერპლთა კამპანიის გამარჯვება.

1
405
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
405
  
2022, 14 სექტემბერი, 23:49
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სექსის გაცნობის საუკეთესო საიტზე --- www.Hot24.pw
0 1 1