x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134560
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508620
"ვაი, რომ უპატრონოა საქართველო, ოღონდ ეპოლეტი აირტყან და მერე გინდ წყალსაც წაუღია….. ბნელნო და გამყიდველნო!!!" - ვის მიმართავს იუნა შაფათავა?

image

აშშ-ში მცხოვრები იუნა შაფათავა მიიჩნევს, რომ დიდ და ძლიერ ქვეყნებს ყოველთვის იმპერიალისტური ზრახვები ამოძრავებთ პატარა ქვეყნების მიმართ და როგორც კოლონიად, ისე აღიქვამენ, სადაც პირველ რიგში საკუთარი ინტერესები უნდა გაატარონ, რაშიც ხელს უწყობს მარიონეტული მთავრობა, რომელიც მათ დაკრულზე ცეკვავს.


"გაიცანით დამპყრობელი ბრიტანეთის სახე.. ისე, ისტორიის სწავლა ბევრს არ ავნებდა. რა უნდა ბრიტანეთს თერკს & კაიკოსზე, just a quick question, ისევე, როგორც ფრანგებს- ფრანგულ პოლინეზიაში… საინტერესოა, ხომ?))) მერე დადგებიან და თავისუფლებაზე ოდებს წერენ…. დაძარცვეს აფრიკა, მონებად იხმარეს.. საქართველოში მონობა მაინც არ გვქონია, ბატონ-ყმობაში თეთრი ადამიანი თეთრს აწვალებდა.. ხო და ვინ არის უფრო ცივილიზებული, ჩვენ თუ ‘ევროპა’, ისმის კითხვა… რომელ წელს გადავარდა ბატონ ყმობა საქართველოში? 1864 წელს… აშშ-ში? ოფიციალურად? 1955 როზა პარკსმა უარი უთხრა თეთრ ქალს ავტობუსში ადგილის დათმობაზე, მაშინ, როცა არტეკში, მსოფლიოს უღარიბესი ქვეყნებიდან ჩამოდიოდნენ ბავშვები და პატრის ლუმუმბას მკვლელობის შემდეგ, მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტს დაერქვა მისი სახელი… ეს ომი დიიიიიიდი ხანია მიმდინარეობს და უკრაინა უბრალოდ იხმარეს…. და გაყიდეს. უბრალოდ არ გამოდის უკრაინის კოლონიად ქცევა, აი გაცამტვერება და მიწასთან გასწორება ‘მოსულა’
იმედს ვიტოვებ, 2024 წლამდე ეს მარაზმი მორჩება და ‘კეთილი’ მსოფლიოს უმდიდრესი მონსტრები პატარა ქვეყნებს თავს დაანებებენ. მნიშვნელობა არ აქვს, ვისი კოლონია ხარ…. პატარა ქვეყნები ყველას ფეხებზე ჰკიდია. ყველას სახმარად უნდა. უკრაინის მოქალაქეებს აშშ-ში 2 წლიანი საშეღავათო პერიოდი აქვთ, მუშაობის უფლებით.
და ვეკითხები საქართველოს მთავრობას: იცით თუ არა, რატომ არ აგდებენ დღეში მექსიკის საზღვრიდან გადმოულ 100 ქართველს? დაგიღეჭოთ, საქართველოს მთავრობა? იმიტომ, რომ ხვალ შეგეკითხებიან: მე რომ შენი შვილი შევიფარე და არ გავაპანჩურე, დავაპურე, სახლის კარი გავუღე, ახლა კი ფეხები მაღლა ამიწიე, შენი ჭირიმე, და კარგად მინდა გიხმარო, ვალს გადახდა უნდა, ბატონო და ქალბატონო ერთუჯრედიანო ‘მინისტრებო’ დიდი ხანია პოლიტიკური პოსტი არ დამიწერია, მაგრამ შეგირცხვათ ის პიჯაკ-ჰალსტუხები, ქვეყნის შვილებს მშიერს და ფეხშიშველს, რა განსაცდელისთვის იმეტებთ და ხმა კრინტი არ გამიგია ამ პრობლემაზე. არავინ დაიკარგება, ყველა თავის გზას ნახავს, მაგრამ ვაი, რომ უპატრონოა საქართველო, ამდენ პი*არასტულ მეტრა*ეში, ოღონდ ეპოლეტი აირტყან და მერე გინდ წყალსაც წაუღია…..
ბნელნო და გამყიდველნო!!!"-წერს იუნა შაფათავა.


2
300
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
300
  
2022, 11 სექტემბერი, 22:02
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2022, 11 სექტემბერი, 16:45
ცარისტულ რუსეთში ბატონ-ყმობა 1864-71 წლებში გაუქმნდა ეტაპობრივად,რაც დედა აზრს არ უკარგავს ამ ჩემის იუნას,თან მართალ აზრს :) დასავლელებს თავისუფლება კაცების ერთმანეთზე გადახლართვა და ლჭპტ გგონიათ,თორე არაფერი იციან თავისუფლებაზე. მთელი აფრიკა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზია გაძარცვეს,ამით სიმდიდრე დააგროვეს,ეხლა რუსებს ამუნათებენ. ხშირად აწყობენ საქველმოქმედო აქციებს "წყალი აფრიკას" და "პური აფრიკას",როცა წყალიც და პურიც მათ წაართვეს,ხოლო ეხლა მადლობას ახდევინებენ მისი ნაწილის დაბრუნებაზე. იუნა რო მართალს იტყვის,რაღა უნდა ეშველოს ამ ქვეყანას,თფუი ამის დედაც ვატირე
0 1 2