x
მეტი
  • 30.04.2024
  • სტატია:134537
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508659
ტიბეტელი ასტროლოგის 25 რჩევა, ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

ტიბეტში სულ 5 მეცნიერებას სწავლობენ: I მეცნიერება ხელობას უკავშირდება, II — ხმას და ყველაფერს, რაც მეტყველებასთან არის კავშირში, III — ასტროლოგია-ასტრონომიას, IV — ცნობიერებას, ხოლო, V — მედიცინას. ყველა ცოდნა, მათ შორის ასტროლოგიაც, ათასწლეულების მანძილზე, მასწავლებლიდან მოსწავლეს გადაეცემოდა და ტრადიციების უწყვეტ ჯაჭვად, დღემდე რჩება.


image


ტიბეტურ ასტროლოგიას საფუძვლად დოქტრინა უდევს, რომლის მიხედვით, ადამიანი — საკუთარი ცხოვრების ბატონ–პატრონია და შესწევს უნარი, რომ მომავლის ფორმირება მოახდინოს, ხოლო ასტროლოგია, მას მხოლოდ აკვალიანებს, — იმას კარნახობს, თუ როგორ შეიძლება ჩანაფიქრის საუკეთესოდ განხორციელება. გარდა ამისა, ის კონკრეტული ადამიანისთვის მოსალოდნელი ცუდი მოვლენის არიდებას და წინააღმდეგობის ნეიტრალიზებას ისახავს მიზნად... და როგორც პრაქტიკა აჩვენებს, — შემთხვევების უმრავლესობაში, ამის გაკეთება სრულიად შესაძლებელია.

რაც შეეხება ზოგად რჩევების, ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის, ასეთია:


1. მოგწონს — თქვი.
2. არ მოგწონს — თქვი.
3. ვინმე თუ გენატრება — დაურეკე.
4. თუ რამეს ვერ გაიგებ — იკითხე.
5. შეხვედრა გინდა? — მიიწვიე.
6. თუ რამე გინდა — ითხოვე.
7. არასდროს იკამათო.
8. თუ გინდა, რომ შენი ესმოდეთ — აუხსენი.
9. თუ დამნაშავე ხარ, — მაშინვე აღიარე და გამართლების ძებნას ნუ დაიწყებ.
10. გახსოვდეს, რომ თავისუფალი დაიბადე და არავის არაფერი გმართებს.

11. ცუდ ადამიანებთან ნუ იურთიერთებ.
12. ცხოვრებაში მთავარი — სიყვარულია, ყველა დანარჩენი — ამაოებაა.
13. ადამიანის პრობლემები მხოლოდ მის თავშია.
14. სამყარო შენს ირგვლივ არც ბოროტია და არც კეთილი, მისთვის სულ ერთია, არსებობ, თუ არა.
15. შეეცადე ყველა მოვლენიდან სიამოვნება მიიღო.
16. ყოველთვის გახსოვდეს, რომ სხვა სიცოცხლე არ გექნება.
17. გჯეროდეს საკუთარი შეგრძნებების.
18. გახსოვდეს, რომ ყველას საკუთარი სიმართლე აქვს და ის, ხშირ შემთხვევაში, შენს, არ ემთხვევა.
19. გაიგე, რომ შენი არავის არაფერი მართებს.

20. ნუ დაინანებ დროს და სახსრებს, სამყაროს შეცნობის სიამოვნებაზე.

21. ცხოვრებაში, ყოველთვის, საკუთარი თავის იმედად იყავი.
22. სხვებისადმი იყავი მომთმენი და შემწყნარებელი.
23. გახსოვდეს, რომ ის, ვინც ნაკლზე მიგითითებს, ყოველთვის მტერი არა არის და არც ის არის ყოველთვის მეგობარი, ვინც შენს ღირსებებს აღნიშნავს.

24. იცხოვრე დღევანდელი დღით, რადგან გუშინდელი დღე აღარ არის, ხოლო ხვალინდელი, — შეიძლება არც დადგეს.
25. იცოდე, რომ დღევანდელი დღე — ყველაზე საუკეთესო დღე არის.


image

არხის სხვა სიახლეები:


* კონსტანტინოპოლის დაცემის მიზეზი ქვემეხი იყო, რომლის ყიდვაზე უარი იმპერატორმა თქვა

* ვინ იწინასწარმეტყველა II მსოფლიო ომი დაწყება, მის დაწყებამდე 10 წლით ადრე და ვისთვის იყო ეს ომი «დალოცვილი»

* 10 საინტერესო ფაქტი ციხეების შესახებ

* ბოლო ათასწლეულის 10 უდიდესი ცვლილება

* 12 მოკლე ფაქტი ფრანგული კომედიების შესახებ

* 2 სასიყვარულო ისტორია, რომელმაც მსოფლიოს ისტორიის მსვლელობა შეცვალა

* ყველის შენახვის წესი მაცივარში და მის გარეშე

* როგორ ავარჩიოთ ნამდვილი თაფლი, გავუხანგრძლივოთ პურს ვარგისიანობის ვადა და სხვა ხრიკები, რომელიც ყველამ უნდა იცოდეს



1
2817
2-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
2817
  
2022, 9 სექტემბერი, 22:26
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სექსის გაცნობის საუკეთესო საიტზე --- www.Hot24.pw
0 1 1