x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
ვინ აღმოჩნდა ყველაზე დღეგრძელი საბჭოთა ლიდერებს შორის?
image

30 აგვისტოს გარდაიცვალა საბჭოთა იმპერიის უკანასკნელი მმართველი მიხეილ გორბაჩოვი, რომელმაც თითქოს და წერტილი დაუსვა იმ სოციალურ ექსპერიმეტის ისტორიას, (პირდაპირი და ირიბი გაგებით) რომელმაც 69 წელი იარსება.



როგორც გაირკვა საბჭოთა კავშირის უკანასკნელი გენერალური მდივანი და საბჭოთა კავშირის პირველი და უკანასკნელი პრეზიდენტი მიხეილ გორბაჩოვი ყველაზე დღეგრძელი გამოდგა საბჭოთა ლიდერებს შორის, მან 91 წელი იცოცხლა, სხვა ვერცერთი საბჭოთა ლიდერი ვერ მიუახლოვდა სიცოცხლის ხანგრძლივობით, ამაში თავად დარწმუნდებით;მეტიც იგი ყველაზე დღეგრძელი გამოდგა ბოლო 250 წლის მანძილზე რუსეთის იმპერატორებს შორისაც.


უფრო შორიდან რომ არ მოვყვეთ, ნიკოლოზმა იცოცხლა(დახვრიტეს ბოლშევიკებმა ) -50 წელი, ლენინმა-იცოცხლა 53 წელი(სავარაუდოდ სიფილისი გახდა მისი გარდაცვალების მიზეზი);კგბ-ს პირველმა პირმა და შემდეგ ცკ-ს პირველმა მდივანმა ბრეჟნევის სიკვდილის შემდეგ იური ანდროპოვმა იცოცხლა 69 წელი, ანდროპოვი შეცვალა 1984 წელს კონსტანტინე ჩერნენკომ, თავად მძიმე ავადმყოფმა, რომელმაც 73 წელი იცოცხლა, იოსებ სტალინმა 74 წელი იცოცხლა, თუმცა დღემდე არსებობს ვერსია, რომ სტალინს სიკვდილში "დაეხმარნენ", ლეონიდ ბრეჟნევმა, რომლის მმართველობის ეპოქაც საბჭოთა კავშირში საუკეთესოდ დაასახელეს 75 წელი იცოცხლა, გაეროს ტრიბუნაზე ფეხსაცმლის პარტყუნით სახელგანთქმულმა ნიკიტა ხრუშჩოვმა 77 წელი იცოცხლა, გიორგი მალენკოვმა, რომელმაც ცოტა ხნით შეცვალა სტალინი 86 წელი იცოცხლა და ბოლოს, 1917 წელის ოქტომბრის რევოლუციის შემდგომ დროებითი მთავრობის მეთაურმა ალექსანდრე კერენსკიმ 89 წელი იცოცხლა, რომელმაც "საპატიო" მეორე ადგილი დაიკავა.







მიხეილ გორბაჩოვი 1985 წელს, 54 წლის ასაკში, გახდა სსრკ-ს კომუნისტური პარტიის გენერალური მდივანი, მან მიზნად დაისახა სისტემის გამოცოცხლება და შეზღუდული პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმების კურსს დაადგა. მაგრამ მალევე მან დაკარგა რეფორმებზე კონტროლი და ამის მრავალი მიზეზი არსებობდა.


მისი „გლასნოსტის“ (საჯაროობა) პოლიტიკამ შესაძლებელი გახადა პარტიისა და სახელმწიფოს კრიტიკა, რაც მანამდე წარმოუდგენელი რამ იყო საბჭოთა კავშირში. მაგრამ ამ პროცესმა ამავე დროს ხელი შეუწყო სსრკ-ში შემავალ ცალკეულ რესპუბლიკებში ეროვნული მოძრაობების გაძლიერებას და დამოუკიდებლობისკენ სწრაფვას. გორბაჩოვმი ამაოდ ცდილობდა საბჭოთა კავშირის დეზინტეგრაციის პროცესის შეჩერებას.



გორბაჩოვმა მოღვაწეობის პერიოდში გაატარა რეფორმები, რომლებმაც დიდი გავლენა იქონია საბჭოთა კავშირზე. კერძოდ კი: საბჭოთა სისტემის რეფორმირება (გარდაქმნა); სსრკ-ში სიტყვის და ბეჭდვის თავისუფლების და დემოკრატიული არჩევნების შემოტანა, სოციალისტური ეკონომიკის რეფორმირება; ცივი ომის დასრულება; საბჭოთა ჯარის ავღანეთიდან გაყვანა (1989); კომუნისტურ, როგორც სახელმწიფო იდეოლოგიაზე უარის თქმა და განსვავებული აზრის მქონე ადამიანების დევნის შეწყვეტა; სსრკ-ს და ვარშავის პაქტის დაშლა, რომელიც გამოწვეული იყო მისი წევრების საბაზრო ეკონომიკაზე და დემოკრატიაზე გადასვლით.


ხელისუფლებაში ყოფნის წლებში გორბაჩოვმა გამოაცხადა მორატორიუმი ბირთვული იარაღის გამოცდაზე. შეერთებული შტატების პრეზიდენტთან, რონალდ რეიგანთან, 1985-1988 წლებში გორბაჩევმა ოთხი დიდი შეხვედრა ჩაატარა. პირველად გორბაჩოვი რეიგანს 1985 წლის 19 ნოემბერს, ჟენევაში შეხვდა. 1988 წლის ივნისში, მოსკოვში ვიზიტის დროს, წითელ მოედანზე რეიგანმა განაცხადა, რომ აღარ განიხილავდა საბჭოთა კავშირს როგორც ბოროტების იმპერიას. სკკპ-ს ცენტრალური კომიტეტის გენერალური მდივნის როლში გორბაჩოვი 11-ჯერ შეხვდა ამერიკის პრეზიდენტებს. ხუთჯერ რეიგანს, ხოლო ექვსჯერ ჯორჯ ბუშ უფროსს. 1989-1990 წლებში გორბაჩოვმა გადამწვეტი როლი ითამაშა გერმანიის გაერთიანებაში.

0
1491
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
1491
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0