x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
ნაცისტების 10 ყოვლად დაუჯერებელი და გიჟური იდეა

image


იმ წლებში, როდესაც ჰიტლერი გერმანიის ხელისუფლებაში იყო, გერმანელები საკუთარ ქვეყანას პირველ მსოფლიო ომში განცდილი კრახის შემდეგ კიდევ უფრო დიდი ენთუზიაზმით აღადგენდნენ. ძლიერი ულტრამემარჯვენე იდეოლოგია, რომელიც არიული რასის სხვა ყველა დანარჩენზე უპირატესობის თეორიაზე იყო დაფუძნებული, ისეთ განცდას ბადებდა, რომ გერმანიის მოქალაქეებს ყველაფრის მიღწევა შეეძლოთ.


image


ჰიტლერის დროს ადამიანებს თავიანთი ყოვლისშემძლეობის სჯეროდათ


რელიგიურმა და ოკულტურმა ცრურწმენებმა, ასევე ევგენიკის ანტიმეცნიერულმა იდეებმა თავისი საქმე შეასრულეს. სახელისუფლებო ელიტაში, პერიოდულად ყველაზე გიჟური იდეები იბადებოდა, რომელიც "მიწაზე" ეშვებოდა და ცხოვრებაში მისი განხორციელება ხდებოდა. წარმოგიდგენთ ყველაზე უცნაური იდეების ათეულს, რომელთა განხორცელებასაც "მესამე რაიხში" ცდილობდნენ.



ადამიანთა ახალი რასის გამოყვანა


image


"ლებენსბორნის" პროექტი ("სიცოცხლის წყარო") სადისტურ-ევგენურ პროგრამას წარმოადგენდა, რომელიც ბავშვების ოჯახებიდან წაყვანას და მათ იდეალურ არიებად გახდომას მოიცავდა. 1935 წელს დაარსებული "ლებენსბორნის" პროგრამა მსოფლიოს ქერა და ცისფერთვალება მომავლის უზრუნველყოფას ითვალისწინებდა.



image


ბავშვებს ულტრაიისფერი გამოსხივებით ასხივებდნენ რათა ისინი ქერები გაეხადათ


"სს"-ს მამაკაც წევრებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რაც შეიძლება მეტი ქალის განაყოფიერებისკენ მოუწოდებდნენ. სამთავრობო სახელმწიფო დაწესებულებებში ათასობით ბავშვი იქნა მოთავსებული. მკაცრ დიეტას ისინი ძლიერები და ამტანები უნდა გაეხადა, ულტრაიისფერ გამოსხივებას კი - ქერებად ექცია, ბაშვებზე ჩატარებული ექსპერიმენტების შედეგად "სს"-ს ოჯახების მიერ უკვე მათი შვილად აყვანაც ხდებოდა.




"მეოთხე რაიხი"


როდესაც გერმანიის ხელმძღვანელობამ გააცნობიერა, რომ ისინი ომს აგებდნენ, "ნსდაპ" (ნაციონალ-სოციალისტური გერმანული მუშათა პარტია)-ის ხელმძღვანელობამ "მეოთხე რაიხის" - გრძელვადიანი სტრატეგიის დაგეგმვა დაიწყო, რომელიც ნაცისტურ ოცნებას სიცოცხლეს შეუნარჩუნებდა. ისინი მილიარდობით დოლარის ღირებულების ოქროს ნეიტრალურ შვეიცარიაში გადატანას აპირებდნენ, რათა "რაიხის" სიმდიდრე დაეკონსერვებინათ.


image


ტყვედ ჩავარდნილი გერმანელი ჯარისკაცები სტალინგრადში


შეთქმულების თეორიების თანახმად, ეს გეგმა შეიძლება დღემდე ხორციელდებოდეს. არსებობს მოსაზრება (რაც, არაფრით დასტურდება), რომ სწორედ მას უმადლის გერმანია ამჟამინდელ ეკონომიკურ აღმავლობას.




კონტროლი ტელევიზიის საშუალებით


1945 წელს ჰიტლერი ნაცისტური პროპაგანდის გადასაცემად მთელს გერმანიაში უზარმაზარი ტელევიზორის ეკრანების დაყენებას გეგმავდა. ხალხმრავალ ადგილებში დამონტაჟებულ ეკრანებს რეჟიმის მოღალატეების სიკვდილით დასჯა უნდა გადაეცათ.


image


უზარმაზარ ტელეეკრანებზე შთამაგონებელი კადრების ჩვენება იყო დაგეგმილი


პატარა ეკრანები კი ყველა ბინაში უნდა დამონტაჟებულიყო. იოზეფ გებელსი თვლიდა, რომ გერმანიის ძალაუფლების დემონსტრირება მაყურებელში პატრიოტულ გრძნობებს გააჩენდა და მასების კონტროლს ხელს შეუწყობდა, თუმცა ამ გეგმის განხორციელებას ხელი ომის დასრულებამ შეუშალა.





სასიკვდილო სიგარეტი


გერმანული მრეწველობა "ჯეიმზ ბონდის" სტილში ბევრ რთულ მოწყობილობას აწარმოებდა, ქალთა დივერსიული ჯგუფების მიერ გამოყენებულ მოწყობილობებს შორის იყო როგორც მკვლელი ბაქტერიებით სავსე ჯიბის სარკეები, ასევე მოწამლული შოკოლადიც.


image


შოკოლადის ბომბი


მაგრამ ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალება სიგარეტი იყო, რომელიც ძლიერ თავის ტკივილს იწვევდა. ჯაშუში თანამოსაუბრეს ჯერ სიგარეტით უმასპინძლდებოდა, ხოლო როდესაც ახალ გაცნობილს თავბრუსხვევა დაეწყებოდა, მას მოწამლულ, ყალბი ასპირინის აბს სთავაზობდა. ჯაშუშებს, რა თქმა უნდა, თან ჩვეულებრივი სიგარეტი და ასპირინიც ჰქონდათ, თუკი მათი უვნებლობის დადასტურება გახდებოდა საჭირო.




პაპის გატაცება


image


პაპი პიუს XII ნაციზმს მხარს არ უჭერდა


1943 წელს რაიხის ხელმძღვანელმა რომის პაპის - პიუს XII-ის გატაცების ბრძანება გასცა, რათა ქრისტიანობის საფუძვლები შეერყია და ახალი რელიგია დაემყარებინა, რომლის ცენტრშიც თავად ჰიტლერი იქნებოდა. "სს"-ის მოიერიშე რაზმის ორ ჯგუფი ვატიკანში უნდა შეჭრილიყო, პონტიფიკოსი შეეპყრო და გერმანიის ტერიტორიაზე უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით გადაეყვანა, სადაც ვატიკანიდან მოპარულ ძვირფასს ნივთებთან ერთად უნდა გამოეკეტა.




წმინდა გრაალის პოვნა


image


წმინდა გრაალი - ეს ლეგენდაა


"სს"-ის მეთაური, ჰაინრიხ ჰიმლერი, 1940 წელს ბარსელონაში მონსერატის სააბატოს იმ იმედით ეწვია, რომ წმინდა გრაალის (ლეგენდარული თასი, საიდანაც საიდუმლო სერობისას იესო სვამდა და რომელშიც შემდგომში მისი სისხლი იქნა შეგროვილი) კვალს მიაკვლევდა. გრაალი გერმანიას ასევე ომის მოგებაშიც უნდა დახმარებოდა და იესოს არიული რასისადმი კუთვნილება დაემტკიცებინა.



ასაფეთქებელი კანფეტები


image


სერ უინსტონ ჩერჩილის მოკვლას კანფეტით გეგმავდნენ


ნაცისტებმა, დიდი ბრიტანეთის პრემიერ - მინისტრის, უინსტონ ჩერჩილის ასაფეთებელი ტკბილეულის შეფუთვით მკვლელობის გეგმა შეიმუშავეს. იცოდნენ რა ჩერჩილის ტკბილეულისადმი დიდი სიყვარულის შესახებ, მკვლელებმა ასაფეთქებელი ნივთიერებების შიგთავსით შოკოლადის ბატონები დაამზადეს, რომელთა მოთავსებას პრემიერ-მინისტრის სასადილო ოთახში გეგმავდნენ. ბომბს ცოცხალი ოთახში არავინ არ უნდა დაეტოვებინა, თუმცა დივერსანტების გეგმა გამოვლინდა.




"სუპერკოღოები"

image


"სუპერკოღოების" მიზნად საბჭოთა კავშირის სამხრეთ რესპუბლიკები უნდა ქცეულიყო


1942 წელს დაჰაუში კვლევითი ინსტიტუტი დაარსდა, რომელიც მწერებით გადატანილ დაავადებებს სწავლობდა. სწორედ იქ შემუშავდა გეგმა - ანტიჰიტლერის კოალიციის ქვეყნებში, მალარიის გასავრცელებლად, გენმოდიფიცირებული კოღოების გაგზავნის შესახებ. "სუპერკოღოები" დიდხანს ცოცხლობდნენ და თან ოთხი დღის განმავლობაში ტენიანობისა და საკვების გარეშე ძლებდნენ. დივერსიის მთავარი მიზანი საბჭოთა კავშირის სამხრეთ რესპუბლიკები იყო - ცხელ ზაფხულს მწერების სიცოცხლე კიდევ უფრო უნდა გაეხანგრძლივებინა.




მზის იარაღი



გერმანია გიგანტური ორბიტალური ქვემეხის აგებას გეგმავდა, რომელსაც მტრის ქალაქების მიწასთან გასწორება შეეძლო. იარაღი, მზის შუქზე ფოკუსირებულ და სასიკვდილო სხივის მიზნისკენ მიმართულ კილომეტრნახევრიან ჩაზნექილ სარკისებურ დისკს წარმოადგენდა.


image


მომაკვდინებელი "მზის იარაღის" პროექტი განუხორციელებელი დარჩა


ჯერ კიდევ 1923 წელს შემუშავებული პროექტი კოლოსალური სარკის ექსკლუზიურად მშვიდობიან გამოყენებას ითვალისწინებდა, რომელსაც გაყინულ მდინარეებზე ყინული უნდა გაედნო და ღამით საზღვაო პორტები გაენათებინა. გერმანელი ფიზიკოსისა და ინჟინრის, ჰერმან ობერტის ამ იდეამ 1930-იან წლებში ხელისუფლებაში მოსული ნაცისტებიც მოხიბლა, რომლებიც ობერტის გამოგონების გამოყენებას არა მშვიდობიანი მიზნებისთვის გეგმავდნენ. გამორიცხული არ არის, რომ "მესამე რაიხს" კიდევ რამდენიმე ათეული წელი რომ ეარსება, "აბსოლუტური იარაღის" შექმნას ის ნამდვილად შეძლებდა, თუმცა საბედნიეროდ, "რაიხმა" არსებობა უფრო ადრე შეწყვიტა.




სუპერჯარისკაცები


1944 წელს გერმანელმა მეცნიერებმა D-IX - ნივთიერება შექმნეს, რომელსაც სუპერ ჯარისკაცების არმიის შექმნა შეეძლო. პრეპარატი, რომელიც კოკაინისგან, მეტამფეტამინისა და ტკივილგამაყუჩებლებისგან შედგებოდა, ზაქსენჰაუზენის საკონცენტრაციო ბანაკის პატიმრებზე იქნა დატესტილი. ექსპერიმენტში მონაწილე ტყვეებს მძიმე ზურგჩანთებით, ფეხით დიდ მანძლზე სიარულს აიძულებდნენ.


image


პერვიტინი - მეტამფეტამინის ბაზაზე შექმნილი პრეპარატი


ექსპერიმენტი წარმატებულად მხოლოდ მას შემდეგ ჩაითვალა, რაც ტესტირებულებმა 75 კილომეტრი ყოველგვარი შესვენების გარეშე გაიარეს. სარდლობა მიზნად ისახავდა ნარკოტიკების მასობრივ წარმოებას და მის რეგულარული დანაყოფებისთვის მიწოდებას, თუმცა საბედნიეროდ, ომმა იმ მომენტისთვის დასრულება მოასწრო.


image


"მესამე რაიხში" ნაციზმის სამსახურში ქვეყნის საუკეთესო "ტვინები" იყვნენ, რომელთა უმრავლესობაც სამწუხაროდ, არანაირი მორალური ღირებულებებით არ გამოირჩეოდა, რასაც შედეგად მოჰყვა არაადამიანური ექსპერიმენტები ცოცხალ მასალაზე - ადამიანებზე.





0
382
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
382