x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
7 ფაქტი კოკაინის მეფის პაბლო ესკობარის შესახებ, რომლის ფულს მთელი მსოფლიოს გამოკვება შეეძლო

კოკაინის მეფეს თავის უკანონო საქმიანობა, რომლითაც მან მნიშვნელოვანი ქონების დაგროვება შეძლო, არასდროს დაუმალავს. არა, მნიშვნელოვანი კი, არა, ძალიან მნიშვნელოვანი. ის კოკაინის მსოფლიო ბაზრის 80% აკონტროლებდა და ყოველკვირეულად, დაახლოებით, 420 მლნ. დოლარს გამოიმუშავებდა. ის ყველა დროის, ყველაზე მდიდარ ნარკობარონად ითვლება.

აქ 7 საინტერესო ფაქტს წარმოგიდგენთ, სიკვდილის ფხვნილით ვაჭრობით გამდიდრებულ, ნარკოკარტელის ბოსსა და უგვირგვინო მეფეზე:


image


1. მხოლოდ ერთ წელიწადში, ესკობარის კარტელმა თითქმის 22 მილიარდი დოლარი გამოიმუშავა.


2. ყოველწლიურად, პაბლოს, შეერთებულ შტატებში, კონტრაბანდის წესით, 15 ტონამდე კოკაინი შეჰქონდა.


3. ის, ყოველწლიურად, 2 მილიარდამდე დოლარს კარგავდა. მაგრამ, ეს პრობლემა არ იყო. თვითმხილველები იხსენებდნენ, რომ «პაბლო იმდენ ფულს შოულობდა, რომ ყოველ წელს, თანხის 10% ჩამოწერა ხდებოდა: შენახულ ფულს ვირთხები ჭამდნენ, ნესტი აფუჭებდა ან, უბრალოდ, იკარგებოდა».


4. ესკობარი, ზედიზედ შვიდი წელი — 1987-დან – 1993– წლამდე — Forbes–ის მილიარდერების სიის, პირველ 3 ათეულში შედიოდა და უნდა აღინიშნოს, რომ 1989 წელს, მეშვიდე პოზიციამდეც კი ავიდა.


5. ყოველთვიურად, პაბლო 2500 დოლარს მხოლოდ კუპიურების შესაკრავ რეზინზე ხარჯავდა.


6. ერთხელ, როდესაც მისი ქალიშვილს მანუელას მთაში მდებარე თავშესაფარში შესცივდა, ესკობარმა გოგონას გასათბობად, 2 მილიონი დოლარი დაწვა.


7. 1991 წელს პაბლო ესკობარმა კოლუმბიის ხელისუფლებასთან შეთანხმება დადო, რომ თუ აშშ–ში მისი ექსტრადიცია არ მოხდებოდა, ის სამართალდამცავებს ჩაბარდებოდა და 5 წლით ციხეში ჩაჯდებოდა. ამისთვის მან საკუთარი ციხე კი ააშენა, რომელშიც იყო: საფეხბურთო მოედო, ცეკვის დარბაზი, ჩანჩქერი, ბარი, ჯაკუზი, საუნა და სხვა. ნათესავებს და მეგობრებს მასთან მისვლა ნებისმიერ დროს შეეძლოთ. უფრო სწორედ, პატიმარი თავად წყვეტდა, თუ როდის უნდა მოსულიყვნენ ისინი. ხოლო, კოლუმბიის ხელისუფლების წარმომადგენლებს, ციხესთან, ხუთ კილომეტრზე უფრო ახლოს, მიახლოება აკრძალული ჰქონდათ.

მოკლედ, მართალია პაბლო ციხეში იყო, მაგრამ კარტელს იქიდან ხელმძღვანელობდა. ამიტომ, 1992 წ. 22 ივლისს, ქვეყნის პრეზიდენტმა მისი ნამდვილ ციხეში გადაყვანის ბრძანება გასცა. ეს პატიმარმა გაიგო და «გაიქცა».


P. S. 1993 წ. 2 დეკემბერს პოლიციამ მის თავშესაფარს მიაგნო. პაბლომ გაქცევა სცადა, მაგრამ სნაიპერმა ტყვია ჯერ ფეხში, შემდეგ კი მხარში ესროლა. ხოლო სასიკვდილო, მესამე ტყვია აღმოჩნდა რომელიც თავში ჰქონდა ნასროლი. მოგვიანებით, მისმა ვაჟმა ვარაუდი გამოთქვა, რომ მესამე ტყვია, თავად ესკობარს ეკუთვნოდა, რადგან მას არაერთხელ ჰქონდა ნათქვამი, რომ მსგავს სიტუაციაში, თავს მოიკლავდა...

და ბოლოს, მიუხედავად იმისა, რომ ამ ადამიანს არაერთი დანაშაული ჰქონდა ჩადენილი და თითოეული მათგანისთვის, ცალ–ცალკე რომ გაესამართლებინათ, რამდენიმე ათეული სიცოცხლე არ ეყოფოდა, ღარიბებს ეხმარებოდა და მას ახალ რობინ ჰუდადაც კი თვლიდნენ.


image


არხის სხვა სიახლეები:


* 20 ფოტო და ფაქტი, რომლებიც მსოფლიოს სულ სხვა თვალით დაგანახებთ

* ჰუმანიზმის პროდუქტი. როგორ გამოიგონა გულმოწყალე სტომატოლოგმა "ელექტრო სკამი"

* 5 მოულოდნელი ფაქტი შემოდგომის შესახებ

* 15 საინტერესო ფაქტი "ბურღულეულის დედოფლის" – წიწიბურას შესახებ

* დარიშხანი, ცოფი, გაგუდვა – იდუმალ ვითარებაში გარდაიცვალა, 7 ისტორიული პირი

* საინტერესო თავსატეხი ყველაზე საზრიანებისთვის (პასუხი აქვს)

* «მაგნიტური კომპასები» და ოლმეკების იდუმალი ცივილიზაცია, რომელსაც ატლანტიდამდე მივყავართ

* 12 მტკიცებულება, რომ მილიონობით წლის წინ, მსოფლიო ბევრად მკაცრი და სასტიკი იყო

* რატომ უნდა მოვიმარაგოთ თუთის ფოთლები ზამთრისთვის?



4
1493
5-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
1493
  
2022, 13 სექტემბერი, 0:46
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სექსის გაცნობის საუკეთესო საიტზე --- www.Hot24.pw
2022, 10 სექტემბერი, 22:31
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2022, 7 სექტემბერი, 22:59
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2022, 1 სექტემბერი, 10:22
ადამიანი,ვინც სისტემას შეეწინააღმდეგა და წარმატებას მიაღწია. პაბლო მიჩნეულია დამნაშავედ,მაგრამ მაგას კანონი ხდიდა დამნაშავედ,ხოლო ის დამნაშავე არ იყო სინამდვილეში.თავისი საქმე ქონდა,თავისი გეგმები და მის მისაღწევად ყველაფერს აკეთებდა,ადამიანების მოკვლასაც. ბევრი პოლიტიკოსი უარესს აკეთებს,მაგრამ დამნაშავედ არ გამოყავს კანონს,ძეგლებსაც უდგავენ მათ. მაგალითისთვის,ეროვნული ბანკის და მისი დირექტორი ბევრი ადამიანის გაჭირვების,შიმშილის და ვინ იცის გარდაცვალების მიზეზია,მაგრამ ეს კანონიერად ითვება,როგორც გადასახადების ამოღება. ასევე არის ყველა ეროვნული ბანკი ყველა ქვეყანაში,მაგრამ მაინც ესკობარი გამოდის დამნაშავე. 1993-94 წლებში ინფლაცია 13000% იყო,ბევრი ადამიანი შიმშილით დაიღუპა,ზოგიც ყაჩაღობას შეწირა და ამის ერთერთი შემოქმედი ისევ პოლიტიკაში არის,გადაწკეპილი ულვაშებით გვიმზერს ტელეეკრანდან,ხშირად იწვევენ გადაცემებში და ტაშსაც უკრავენ. აი,ასეთი უსამართლო სამყაროში გვიწევს ცხოვრება და ესკობარის დარი ადამიანები არისნ გმირები,რომელბმაც გაბედეს და სისტემას შეეწინააღმდეგენ.
0 1 4