x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"ტიპმა 60 მილიონი ააორთქლა, ბედნიერად იღებს "ზაგარს" , არ კიდია?" - ვისზე საუბრობს ვახო სანაია

image


ჟურნალისტი ვახო სანაია ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტყეში ხანძრის ახალ - ახალი კერების გაჩენას სოციალურ ქსელში ემოციური პოსტით ეხმაურება და წერს:


"ისეთი გამწარებული ვარ, ლამის ტელეფონი მოვისროლო.



გომელაურის თქმით, ყაზბეგში მომხდარი უბედური შემთხვევის შემდეგ 5 ვერტმფრენი დარჩათ - 4 დიდი და 1 პატარა. ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ, დაახლოებით 20 მილიონი დოლარი ღირს ერთი ვერტმფრენი. იმის საშუალება არ აქვს ჩვენს ქვეყანას, რომ 100-200 ვერტმფრენი ჰყავდეს.

იცით, რა არის კატასტროფა - კალაძემ ავტობუსების მხოლოდ ერთი შესყიდვიდან 60 მილიონი გააქრო. ეს მხოლოდ ერთი ფაქტი დავასახელე ! მხოლოდ ერთი ! ქვეყანა იხრჩობა კორუფციაში. მერე მოგვიტრიალდებიან და იცით, რა - არა გვყავს ვერტმფრენები, ძვირიაო. ამიტომ ბორჯომის ტყე უნდა დაიწვას, იქ ვიღაც დაიღუპოს, იქ ათასი უბედურება უნდა მოხდეს. ძვირია, რა ქნან?! ტიპმა 60 მილიონი ააორთქლა ერთი ტენდერიდან, მერია ბანაობს კორუფციაში და ბედნიერად იღებს “ზაგარს". არ კიდია, ცეცხლი როგორ მოსპობს ტყეებს?!


ჯანდაცვის მინისტრის განცხადება :



“კოვიდკლინიკების უმრავლესობას სახელმწიფომ 2 წლის განმავლობაში 1 მილიარდ ლარზე მეტი ცარიელ საწოლებში გადაუხადა, რისი საჭიროებაც არ იყო“

თავადვე აღიარეს, მილიარდი ლარიო, ხალხო !



სინამდვილეში ბევრად მეტია მოპარული. მილიარდი კი არა, მილიარდებია ჯიბეებში დალექილი - თან კოვიდის პერიოდში, როცა ქვეყანა ცხედრებს ვერ აუდიოდა.

ორი მაგალითი მოვიყვანე მხოლოდ საილუსტრაციოდ, თორემ საქართველოში ახლა რომ კორუფციას მასშტაბები აქვს, სრულიად წარმოუდგენელი.

ხოდა, მეგობრებო, კორუფციასთან შეგუება ძვირი ჯდება. ახლა ბორჯომის ტყით იხდის ქვეყანა ამ საფასურს. ახლა გამოდიან და თურმე ვერტმფრენი ძვირი ღირს !!!"- წერს ვახო სანაია.

image

შეგახსენებთ, რომ ხეობაში ვითარება კვლავ კრიტიკული რჩება. მაღალი ტემპერატურისა და ძლიერი ქარის შედეგად, ცეცხლის ქრობა საკმაოდ გართულებულია. ხანძრის ქრობის პროცესში ჩართული არიან სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენები და მობილიზებულია შესაბამისი სახანძრო-სამაშველო ავტოტექნიკაც. ბორჯომის მუნიციპალიტეტში ხანძრის ქრობის სამუშაოებში თურქეთის რესპუბლიკის სპეციალიზებული სახანძრო თვითმფრინავებიც ერთვებიან. ბორჯომი უკვე მე-4 დღეა სტიქიის ზონაა.



0
443
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
443