x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"ცრემლები მომდის და ვერ ვაჩერებ, არა და არ ვარ სენტიმენტალური" - რამ აატირა სტეფანე

image


მომღერალი სტეფანე მღებრიშვილი იტალიის ჩემპიონატის ფარგლებში, "ნაპოლი" - "მონცას" შეხვდერისას ხვიჩა კვარაცხელიას შთმბეჭდავი გოლის შემდეგ, იტალიელი ფანების მიერ ფეხბურთელის გვარის სკანდირებას "ფეისბუქის" პირად გვერდზე ემოციური პოსტით ეხმაურება და წერს:


"ფანების ვიდეოებს რომ ვუყურებ, კვარაცხელიას როგორ ყვირიან, ცრემლები მომდის და ვერ ვაჩერებ :)) ❤️


არა და არ ვარ ესეთი სენტიმენტალური :))"- ვკითხულობთ მუსიკოსის გვერდზე.


შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ იტალიის ჩემპიონატში უკვე მეორე გოლი გაიტანა. ქართველმა ფეხბურთელმა ანგარიში შორეული დარტყმით გახსნა. იტალიის ჩემპიონატის ფარგლებში, "ნაპოლი" "მონცას" ნეაპოლში, დიეგო მარადონას სახელობის სტადიონზე დაუპირისპირდა, სადაც ქართველი ლეგიონერი მატჩის სასტარტო შემადგენლობაში გახლდათ.


ცნობისთვის, საქართველოს ნაკრების 21 წლის თავდამსხმელმა აპრილში "ნაპოლისთან" 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. ხვიჩა კვარაცხელია მესამე ქართველი ფეხბურთელია კახა კალაძისა და ლევან მჭედლიძის შემდეგ, რომელიც იტალიის სერია A-ში ასპარეზობს.






0
317
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
317