x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"თუ ჩავძაღლდი ნუ დაიხოკავთ ღაწვებს, თქვით, ერთი შენი კარგიცთქო" - რას წერს ნინო ჯანგირაშვილი

image


ჟურნალისტი და ტელეკომპანია "კავკასიის" დირექტორი კრემლის ერთ-ერთი პროპაგანდისტისა და "პუტინის ტვინად" წოდებულ ალექსანდრ დუგინის ქალიშვილის, დარია დუგინას სიკვდილს სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს:


"თუ ერთხელაც ისეთი იდეოლოგიის ქადაგება დავიწყე, რომელიც მილიონობით ადამიანის გაწყვეტას, დაპყრობით ომებს, ეთნიკური ნიშნით სეგრეგაციას, აგრესიას, მსოფლიოს თავდაყირა დაყენებას, საზღვრების მორღვევას და გადაჯღაბნას გულისხმობს, და მერე თუ ჩავძაღლდი ერთ მშვენიერ დღეს, ნუ დაიხოკავთ ღაწვებს, თქვით, ერთი შენი კარგიცთქო. ამაზე მარტივად როგორ ვთქვა დაშა დუგინას ამბავი." - წერს ტელეწამყვანი პირად გვერდზე.


ცნობისთვის, მოსკოვის ოლქში, მანქანაში კრემლის ცნობილი იდეოლოგის, ალექსანდრ დუგინის შვილი – დარია დუგინა ააფეთქეს.


გავრცელებლი ინფორმაციით, აფეთქების დღეს დუგინები ფესტივალ - "ტრადიციას" ესწრებოდნენ, საიდანაც ავტომანქანით ერთად უნდა დაბრუნებულიყვნენ, თუმცა გავრცელებული ინფორმაციით, დუგინმა ბოლო წუთს დაბრუნება სხვა მანქანით გადაწყვიტა. ავტომობილი ავტობანთან ახლოს, დაახლოებით 22:00 საათზე აფეთქდა. დარია დუგინა ადგილზე გარდაიცვალა.


შეგახსენებთ, რომ პუტინისტი პროპაგანდისტის, ალექსანდრ დუგინის შვილის აფეთქებაზე პასუხისმგებლობა რუსულმა "ეროვნულმა რესპუბლიკურმა არმიამ" აიღო. რუსეთში აკრძალული პლატფორმის, "Утро Февраля"-ს დამფუძნებლმა, პოლიტიკოსმა ილია პონომარევმა ეთერში წაიკითხა "ეროვნული რესპუბლიკური არმიის" მანიფესტიც, რომელიც მათ ტელეგრამ-გვერდზე გამოქვეყნდა, სადაც დაჯგუფება პუტინისა და მისი თანამზრახველების განადგურებით იმუქრება და წერს, რომ მშვიდობიან მოქალაქეებს მათგან საფრთხე არ ემუქრებათ:


"ჩვენ, რუსი აქტივისტები, მებრძოლები და პოლიტიკოსები, ეროვნული რესპუბლიკური არმიის რიგითი პარტიზანები და მეომრები, უკანონოდ მივიჩნევთ ომის წამომწყებებს, რუსი ხალხის ქურდებსა და მჩაგვრელებს!


ჩვენ პრეზიდენტ პუტინს ვაცხადებთ ხელისუფლების უზურპატორად და ომის დამნაშავედ, რომელმაც მოირგო კონსტიტუცია, გააჩაღა ძმათა მკვლელი ომი სლავ ხალხს შორის და რუსი ჯარისკაცები პირდაპირი და უაზრო სიკვდილის გზას გაუყენა.


ზოგიერთისთვის სიღარიბე და კუბოები, სხვებისთვის კი სასახლეები – ეს მისი პოლიტიკის არსია.



ჩვენ ვთვლით, რომ ხმაწართმეულ ხალხს აქვს უფლება, წინ აღუდგეს ტირანებს.


პუტინს გადავაგდებთ და გავანადგურებთ!



ჩვენი მიზანია, შევაჩეროთ რუსეთისა და მისი მეზობლების განადგურება". – ნათქვამია მანიფესტში.





0
447
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
447