x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"ნაძირლები დაილია შეჩემა? თუ ტ@აკი გაქვს, მაგათ ებრძოლე, აფურთხე და აგინე" - რას წერს ბექა ყორშია

image


"მთავარი არხის" ჟურნალისტი და აღმოსავლეთმცოდნე ბექა ყორშია ყო­ფი­ლი კო­ლე­გის, სექ­სუ­ა­ლუ­რ ძა­ლა­დო­ბაში მხილებული, ლაშა ნა­კა­ი­ძის შე­სა­ხებ "ფეისბუქის" პირად გვერდზე მო­რიგ პოსტს ავრცელებს და წერს:


"ჩვენს საზოგადოებაში “მამაკაცურობის” აღქმა აბსოლუტურად ატროფირებულია. მამაკაცი ცდილობს, სრულად ფლობდეს ქალს - ერთი მხრივ ფლობდეს მის სხეულს, მეორე მხრივ - მის ემოციებზე ჰქონდეს დაწესებული ექსკლუზიური კონტროლი. მამაკაცი მუდამ საკუთარი უპირატესობის მტკიცებაშია.


თუ გახსოვთ, ადრე, წლების წინ, ერთი სასაცილო სენტენცია გვხვდებოდა მიმებად - “კოჭებს დაგიხვრეტ და სულ ხელით გატარებ” - რაც არ უნდა აბსურდულად, სასაცილოდ, ან გულისამრევად ჟღერდეს ეს სიტყვები, რეალობაა. ასე უყურებს ქართველი მამაკაცების უმრავლესობა ქალს, რომელიც შეიძლება უყვარდეს კიდეც, მარა ეს სიყვარულიც ატროფირებულია, ურბანულ ენაზე რომ ვთქვათ, “ასეთი სიყვარული არ გაიშვა”, რადგან იმთავითვე ძალადობაზე დგას. ძალადობა და სიყვარული კიდე ურთიერთგამომრიცხავი ცნებებია.


ახლა ეს რას მოვაყოლე, ვიღაცამ დამიწერა კომენტარებში, ლაშა ნაკაიძე თქვენიანი იყო და კაცურად არ უნდა გაგეწირათო. ეს ე.წ “კაცობა” მე სხვანაირად მესმის, მეგობრებო, და ის არანაირად არ გულისხმობს ქალზე ძალადობის, ცემის, ტყეპის, გაუპატიურების “გაპრავებას”. ის, რასაც თქვენ “კაცობას” ეძახით, ჩემთვის სხვა რამეს ნიშნავს. როგორც მამაჩემი მეტყოდა, “უკვე პატარა ბიჭი აღარ ხარ, ბექა”, ამ 27 წლის განმავლობაში უამრავი ურთიერთობა დამიგროვდა, მათ შორის - სასიყვარულო.


არცერთი ჩემი პარტნიორისთვის არათუ ფიზიკური, მარტივი სიტყვიერი შეურაცხყოფაც არ მიმიყენებია. ჩემი “კაცობის” დასამტკიცებლად ეს არასდროს დამჭირვებია. თუ მაინც და მაინც ძალაზე ხარ, ან საკუთარი ეგოს გამოკვება გინდა, ნაძირლები დაილია ამ ქვეყანაზე, შეჩემა? თუ ტრაკი გაქვს, მაგათ ებრძოლე, მაგათ გაუჭედე, მაგათ აფურთხე და აგინე, მარა ამას არ იზამ, რადგან ის ქალი, რომელსაც უყვარხარ და გენდობა, ბევრად მარტივი დასაჩაგრია.



ეს არის ჩემი სულ ბოლო კომენტარი ამ თემაზე"- წერს ბექა ყორშია სოციალურ ქსელში.


შეგახსენებთ, რომ "მთა­ვა­რი არ­ხის" დილის გადაცემის ყო­ფილ წამ­ყვანს, ლაშა ნა­კა­ი­ძეს, ოჯახში ძალადობისა და გაუპატიურების მცდელობის ბრალდებით აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა შე­ე­ფარ­და. აღნიშნული გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს მო­სა­მარ­თლემ, ჯე­მალ კო­პა­ლი­ან­მა მიიღო.





0
161
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
161