x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"გაბრაზდა და მაგინა. აი, რა ჩემი@რაკის საქმე იყო?!"- რას წერს ქეთი დევდარიანი

image


სცენარისტი, ქეთი დევდარიანი ბოლო პერიოდში სოციალურ ქსელებში მომრავლებულ ხელის თხოვნის ვიდოებს პირად გვერდზე ეხმაურება და ერთ ისტორიას იხსენებს იმის შესახებ თუ როგორ დასცინა ხელის თხოვნის მსგავსი ფორმის გამო ერთხელ მამაკაცს, რომელმაც მას გაბრაზებულმა აგინა:


"სხვისი ბედნიერების, სიხარულის და სილამაზის კრიტიკა არის ძალიან ცუდი ტონი.

არავის არაფერი უშავდება ამ ჯოჯოხეთური ტრეშით. რა გღლით, ვერ გავიგე? უყურეთ ანტონიონის, თუ ამით იღლებით.


თავის დროზე მეც ვაწყენინე ერთ ძალიან გოიმ, მაგრამ წესიერ და კარგ ადამიანს, რომელმაც შეყვარებულს ხელი მსგავსი მეთოდიკით თხოვა. ხმამაღლა გამოვაცხადე, რომ მსგავსი წესით ხელის თხოვნა უნდა კრიმინალიზდეს.


ახალგაზრდა ვიყავი და ყველაფრის კრიმინალიზაციაზე მიმიწევდა გული და ხელი.


ხოდა გაბრაზდა ეს პიროვნება და მაგინა. მაშინვე მივხვდი, რომ მართალია. აი, რა ჩემიტრაკის საქმე იყო?!" - წერს "ჩემი ცოლის დაქალების" სცენარისტი ქეთი დევდარიანი სოციალურ ქსელში.






0
400
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
400