x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"თქვენ ჩაქრით, თქვენა…" - რა სქრინებს ავრცელებს ინგა გრიგოლია

image


ჟურნალისტი ინგა გრიგოლია სახელისუფლებო გუნდის წარმომადგენელთა მიერ, გათავხედებული რუსების მოძულეობაში დადანაშაულებული საქართველოს მოქალაქეების "გოიმებად" შერაცხვას სოციალურ ქსელში ეხმაურება და კობახიძე - მდინარაძის განცხადებების სქრინებს შემდეგი შინაარსის პოსტთან ერთად აზიარეს:


"თქვენ ჩაქრით, თქვენა ერთი და იგივე სიტყვებს რომ იმეორებენ ვიღაცამ უთხრა, თქვით გოიმობაო და გოიმობა, გოიმობაო, ერთდროულად დაგვძახიან ჭკუვა უხმარ არს ბრიყვთათვის, ჭკვა ცოდნით მოიხმარების….


სულ ტყულად წვალობენ.. სულ ტყუილად! ვეღარ გაარუსებენ ამ ქვეყანას, შანსი ნულია! ბოლო პერიოდის აქციებმაც ცხადყო და ახალგაზრდობის რეაქციებიც ამას მოწმობს. ქსენოფობია არა კვახი!!! ჩვენ ევროპას ავირჩევთ და ვისაც არ მოგწონთ ამ ქვეყნის უმრავლესობის დასავლური არჩევანი, წაით მოსკოვებში" - წერს ტელეწამყვანი სოციალურ ქსელში.


image

image


ცნობისთვის, რუსეთის მოქალაქეების არასათანადო და უღირსი ქმედებებით გაღიზიანებულ საქართველოს მოსახლეობას ირაკლი კობახიძე და მამუკა მდინარაძე ქსენოფობიურ დამოკიდებულებაში ადანაშაულებს და ყველას "გოიმს" უწოდეს.


"თუ ვინმეს აბსტრაქტულად რუსეთის მოქალაქისა და რუსი ეროვნების ადამიანის მიმართ ნეგატიური განწყობა აქვს, როგორც ასეთი, ზუსტად ეს არის ქსენოფობიისა და შოვინიზმის კლასიკური გაგება. რაც ხდებოდა 40-იანი წლების გერმანიაში, ებრაელებს რომ ვერ იტანდნენ, ებრაელი თუ იყო, უკვე არ უყვარდათ. როდესაც 142 მილიონ ადამიანს აცხადებ ცუდად, რა თქმა უნდა, ეს არის გოიმობა"- განაცხადა "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.





0
360
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
360