x
image
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
ჟერარ პიკე მზადაა შაკირას ბავშვებზე მეურვეობა 400 000 ევროს სანაცვლოდ დაუთმოს

ბარსელონას მცველის ჟერარ პიკესა და კოლუმბიელი მომღერლის 12 წლიანი ურთიერთობის დასრულების შესახებ ინფორმაციამ ბევრი გააოცა. გავრცელებული ჭორების მიხედვით, დაშორების მიზეზი ფეხბურთელის ღალატი გახდა, თუმცა ამ ჭორებზე კომენტარი არც ერთ მათგანს არ გაუკეთებია.image
ყველაფრისდა მიუხედავად მათ ვერ შეძლეს მეგობრული ურთიერთობების შენარჩუნება. დაშორების შემდეგ შაკირა შვილებთან ერთად ესპანეთიდან აშშ-ში აპირებდა გადასვლას, რაზეც პიკე უარზე იყო დადა მზად იყო შვილებზე მეურვეობისთვის სამართლებრივად ებრძოლა.

ესპანური გაზეთი Marca-ს ცნობით, ბარსელონას მცველი დათანხმდა მეურვეობის დათმობაზე 400 000 ევროს და ყოველწლიურად ესპანეთიდან ამერიკაში ხუთჯერ პირველი კლასით ფრენის სანაცვლოდ.image
შეგახსენებთ, რომ შაკირამ და ჟერარ პიკემ ურთიერთობა 2010 წელს დაიწყეს, მაგრამ რომანი მხოლოდ ერთი წლის შემდეგ დაადასტურეს. ფეხბურთელი ასევე გამოჩნდა მომღერლის კლიპში სიმღერაზე "Waka Waka", რომელიც სამხრეთ აფრიკის მსოფლიო ჩემპიონატს მიეძღვნა. ვარსკვლავები ორ ვაჟს ზრდიან: 7 წლის საშასა და 9 წლის მილანს.

0
115
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
115
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0