x
Ferrari-ს გამოფენა შანხაიში

imageFerrari-ს თაყვანისმცემლებს დიდი სიამოვნება ელით. მათი საყვარელი ავტომწარმოებელი შანხაიში ავტოგამოფენას მართავს. სადაც საზოგადოებას საშუალება მიეცემა შეაფასოს როგორც ახალი მოდელები, ასევე ლეგენდად ქცეული შეუდარებელი ავტომობილებიც. ეს ნებისმიერი ავტომოყვარულის ოცნებაა, თუმცა სამწუხაროა ყველას რომ არ შესწევს ძალა აღნიშნული ოცნება აისრულოს. როგორც ცნობილია ჩინეთში ავტომობილების შეძენის მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია. ეს ქვეყანა დიდ პატივს სცემს Ferrari-საც. იტალიური ავტომწარმოებლის წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ მათი მოდელები არანაკლები პოპულარობით სარგებლობენ ჩინეთშიც. სწორედ ამის გამო, იაპონური ავტოკონცერნი შანხაის ცენტრში ავტოგამოფენას აწყობს. ცერემონიალის გახსნას თავად პიერ ფერარი და ავტოკომპანიის მნიშვნელოვანი პირები ესწრებოდნენ. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ახალი გამოფენა ცხრა ათას კვადრატულ მეტრს მოიცავს და მსურველთათვის ხელმისაწვდომი სამი წლის მნაძილზე იქნება. გამოფენის მიზანია საზოგადოებამ უფრო მეტი შეიტყოს ავტოკომპანიის მოდელებსა და მის ისტორიაზე. აღნიშნული პროექტი ათეულობით წელიწადის ქრონიკას მოიცავს. გამოფენილ მოდელებს შორისაა: 348 TS, 275 GTB4, 365 GTB4 Daytona, 750 Monza, ასევე ff-იც. „მილიონობით ადამიანისთის Ferrari-ს ავტომობილები იტალიის კულტურის უმაღლეს წერტილთან ასოცირდება. ეს არის ლტოლვის, სიყვარულისა და მუდმივი პროგრესის სიმბოლო. ჩვენ მუდამ გვსურდა ჩვენი ისტორია ნებისმიერი ადამიანისთვის ცნობილი ყოფილიყო, ეს გამოფენა კი ამის საშუალებას ნამდვილად გვაძლევს“, - განაცხადა პიერო ფერარიმ.

0
27
2-ს მოსწონს
ავტორი:ბერიძე.007
ბერიძე.007
27
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0