x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
ჯანმო გეი წყვილებს ურჩევს შეზღუდონ პარტნიორთა რაოდენობა, რათა ხელი არ შეუწყონ მაიმუნის ყვავილის გავრცელებას
image

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO) ურჩევს გეი მამაკაცებს შეზღუდონ სექსუალური პარტნიორების რაოდენობა, რათა ხელი არ შეუწყონ მაიმუნის ყვავილის გავრცელებას. მსოფლიოში დაფიქსირდა დაავადების 18 800-ზე მეტი შემთხვევა, რასაც ხუთი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.


პაციენტთა დაახლოებით 10% მოთავსებულია საავადმყოფოებში ამ დაავადებით გამოწვეული ტკივილების შესაჩერებლად.

ეს დაავადება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ გლობალურ საგანგებო მდგომარეობად გამოაცხადა.



1 აგვისტოდან აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრებმა (CDC) დაავადება „ნაციონალურ უწყებრივ მდგომარეობად“ გამოაცხადეს.


ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ დირექტორს ტედროს ადანომ გებრეისუსს სჯერა, რომ ვირუსის გავრცელება შეიძლება შეჩერდეს, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ”ქვეყნები, საზოგადოებრივი ორგანიზაციები და ინდივიდები ინფორმირდებიან, სერიოზულად მიუდგებიან რისკებს და გადადგავენ ნაბიჯებს მის შესაჩერებლად დაუცველ ჯგუფებში”.



მისი თქმით, პირველ რიგში ესენი არიან მამაკაცები, რომლებსაც სექსი აქვთ მამაკაცებთან,


"ამჯამად აუცილებელია, სექსუალური პარტნიორების რაოდენობის შემცირება, გადაამოწმონ და გაცვალონ საკონტაქტო დეტალები ნებისმიერ ახალ სექს პარტნიორთან, საჭიროების შემთხვევაში შემდგომი დაკვირვების უზრუნველსაყოფად".-აღნიშნა გებრეისუსმა.


მაიმუნის ყვავილი არ განიხილება სქესობრივი გზით გადამდებ დაავადებად, თუმცა ფაქტია, რომ ბევრ ადამიანს, ვინც დაავადდა, ჰქონდა გარკვეული დონის სექსუალური აქტივობა.


მაიმუნის ყვავილი პირველად 1958 წელს აღმოაჩინეს ლაბორატორიის მაიმუნებში. ჩვეულებრივ ვლინდება პრიმატებსა და მღრღნელებში, ცენტრალურ და დასავლეთ აფრიკაში. ადამიანს შეიძლება გადაეცეს ცხოველის ნაკბენით ან ორგანიზმის ინფიცირებულ სითხეებთან პირდაპირი კონტაქტით. ადამიანიდან ადამიანზე შეიძლება გავრცელდეს ხანგრძლივი ახლო კონტაქტით.


ადამიანებში დაავადება ინფიცირებიდან დაახლოებით ორ კვირაში ვლინდება, აღინიშნება ციებ-ცხელება, თავის ტკივილი, საერთო სისუსტე და დაღლილობა, ასევე ლიმფური კვანძების შეშუპება. რამდენიმე დღის შემდეგ სახესა და ტანზე ჩნდება გამონაყარი. საბოლოოდ ისინი იფარება ფუფხით და სცილდება, დაავადება კი ორ-სამ კვირაში გადის. აფრიკაში მაიმუნის ყვავილი ყველაზე მეტად საშიში ბავშვებისთვის აღმოჩნდა, ზოგიერთი აფეთქების დროს მათმა სიკვდილიანობამ 10%-ს მიაღწია. მკურნალობა შემოიფარგლება სიმპტომთა ნაწილობრივი მოხსნით. აფეთქებებს აკავებენ პაციენტთა იზოლაციისა და მათ გარშემო მკაცრი ჰიგიენის დაცვის გზით. ყვავილის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრას შეუძლია გარკვეულად დაიცვას ისეთი ადამიანები, რომლებიც შესაძლოა ვირუსის ზემოქმედების ქვეშ აღმოჩნდნენ, მაგალითად, ვეტერინარები და სხვა მეცხოველეები. დაინფიცირებულ ცხოველებში შეიმჩნევა ციებ-ცხელება, გამონაყარი, ლიმფური კვანძების შეშუპება, თვალიდან გამონადენი და საერთო ჭკნობა.

0
107
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
107
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0