x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134550
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508610
კიმ კარდაშიანის ყველაზე თამამი საცურაო კოსტიუმები

image


კიმ კარდაშიანი ერთ-ერთი ყველაზე კაშკაშა ამერიკელი ტელევარსკვლავი და მოდელი გახლავთ, რომელიც საკუთარი თავის წარმოჩენის უბადლო ოსტატია. სკანდალური სელებრითი ყოველთვის სიამოვნებით უსვამს ხაზს თავის მადისაღმძვრელ, უნაკლო სხეულს პიკანტური საცურაო კოსტიუმების დახმარებით, რაშიც თავად ქვემოთ წარმოდგენილი ფოტოებით თქვენც დარწმუნდებით.



"შიშველი" ბიკინი


image


რეპერ კანიე უესტის ყოფილ შეყვარებულს კრემისფერი განსაკუთრებით უყვარს. მის გარდერობში შეხვდებით როგორც ბეჟი ფერის ტანზე მომდგარ კაბებს, ასევე ამავე ტონალობის მოდურ ბიკინებსაც, რომელიც ერთი შეხედვით, შიშველი სხეულის ილუზიას ქმნის. კიმმა თავისი ფიგურის თავისებურებები მშვენივრად იცის, ამიტომ ის სიამოვნებით უსვამს ხაზს მოკლე ტოპით თავის ფუმფულა მკერდს, მაღალწელიანი ტრუსებით კი - მოხდენილ თეძოებს. "SKIMS"-ის ბრენდის დამფუძნებელი სანაპიროზე უპირატესობას ყოველთვის ბუნებრიობას ანიჭებს და თავისი ბუნებრივი სილამაზის დემონსტრირებას მთელი თავისი ბრწყინვალებით ახდენს.




საცურაო კოსტიუმი ქაფქეიქებით


image

კარდაშიანი მშვენივრად ერკვევა მოდის ტენდენციებში და ყოველთვის ცდილობს საკუთარი გარდერობის ტრენდული ნივთებით განახლებას. ასე მაგალითად, ცოტა ხნის წინ, რეალითი - შოუს ვარსკვლავმა მდოგვისფერი ელეგანტური ბიკინი მოირგო, რომელიც სახალისო ანიმაციური პრინტით - ქაფქეიქებით იყო გაფორმებული. ვარსკვლავის თაყვანისმცემლების თქმით, მკერდზე გამოსახულმა ნახატმა მრავალშვილიანი დედის პლაჟის ლუქი კიდევ უფრო ამაღელვებელი და პიკანტური გახადა.




კაბა ღრმა ჭრილით


image


თუმცა, კიმის გარდერობში თქვენ წარმოიდგინეთ და, არა მხოლოდ ეროტიკული საცურაო კოსტიუმების ადგილია. დასვენებისას ის უპირატესობას მინიმუმ სამოსს ანიჭებს, ამიტომ კაბებსაც კი ის შესაფერისს ირჩევს. კარდაშიანმა ცოტა ხნის წინ, ექსკლუზიური სამოსის მორგება სცადა, რომელიც თითქოს მის სტანდარტებზე იქნა მორგებული. უცნაური მოდელის პლაჟის აუთფიტმა დივას სავსე მკერდი და იდეალური ბრტყელი მუცელი მთლიანად მოუშიშვლა, ხოლო კაბის პიკანტურმა ჭრილმა მისი მოხდენილი ფეხები ვიზუალურად კიდევ უფრო დააგრძელა. ფოტოზე ვარსკვლავი მაკიაჟის გარეშე პოზირებდა, სადაც ის საკმაოდ დასვენებულად და მომხიბვლელად გამოიყურებოდა.




ბიკინი ბევრი თასმით


image


მართალია, კიმი იდეალური სხეულის პატრონია, თუმცა კვებისას მას გარკვეული შეზღუდვების დაცვა მაინც უწევს. კარდაშიანს, ისევე როგორც "ქვიშის საათის" ფიგურის მქონე ბევრ სხვა ქალაბტონსაც აქცენტის გაკეთება წვრილ წელზე უყვარს. ამ მიდგომის წყალობით, მისი ფუმფულა მკერდი და თეძოები კიდევ უფრო ეფექტურად გამოიყურება. ტელედივამ ამჯერად, თასმებიანი, ზეთისხილისფერი საცურაო კოსტიუმი მოირგო, რომლის წყალობითაც თაყვანისმცემლებში სრული ფურორი მოახდინა, აღფრთოვანებულმა ფანებმა ვარსკვლავს სილამაზისა და ქალურობის ნამდვილი ეტალონი უწოდეს.




შავი მონოკინი


image


სოციალური ქსელის ვარსკვლავს ფიგურა საშუალებას აძლევს აირჩიოს არა მხოლოდ ლაკონური ბიკინი უბრალო ზედით, არამედ მთლიანი საცურაო კოსტიუმებიც, მაგრამ ასეთ მოდელებშიც კი კიმი უპირატესობას უფრო თამამი ჭრილის ვარიანტებს ანიჭებს. ზღვისპირა კურორტზე დასასვენებლად კარდაშიანმა შავი მონოკინი აირჩია, რომელიც მის ბრტყელ მუცელს სრულებით აშიშვლებდა. საცურაო კოსტიუმის ღრმა ჭრილმა კი ფანებს საშუალება მისცა ვარსკვლავის ლამაზი თეძოების ცქერით კიდევ ერთხელ დამტკბარიყვნენ. დივა როგორც ყოველთვის მოხდენილად და სექსუალურად გამოიყურებოდა.



0
254
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
254