x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
ისტორიული ხვეული კიბე ფილმიდან "დღე უკანასკნელი დღე პირველი" გადარჩენილია!

image
თბილისის ცენტრში, ძმები კაკაბაძეების ქუჩაზე უნიკალური ხის ხვეული კიბის აღდგენა სრულდება.


ცაში ატყორცნილი კიბე თბილისში სხვა არცერთ კიბეს არ ჰგავს, მოსახლეობა ამბობს, რომ ის ას წელზე მეტი ხნისაა და ამ ზამთარს ნამდვილად ვეღარ გადარჩებოდა ისეთ სავალალო მდგომაროებაში იყო. ამ ბოლო დროს მასზე სიარული სახიფათო იყო, კიბე ირყეოდა და ნებიმიერ მომენტში შეიძლება ეზოში წაქცულიყო.

image

ძმები კაკაბაძეების N7-ში არსებული შენობა მე-19 საუკუნის ბოლოს აშენდა. შენობის მხატვრული ღირებულების ერთ-ერთი მთავარი განმსაზღვრელი ნაწილი სწორედ შიდა ეზოში, კუთხის-პირა, ხის ხვეული კიბე არის. მსგავსი ხის ხვეული კიბე თბილისში მხოლოდ რამდენიმეა შემორჩენილი, კერძოდ ერთი ბარნოვის ქუჩაზე (N23), ხოლო მეორე - ლერმონტოვის ქუჩაზე.




ეს ისტორიული ძეგლი კულტურული მემკვიდრეობის სტატუსს ატარებს, მას მემორიალური მნიშვნელობაც აქვს. ამ შენობაში 1909-1971 წლებში, ცნობილი ქართველი მსახიობი - სერგო ზაქარიაძე ცხოვრობდა, ხოლო 1959 წელს, მისი მონაწილეობით გადაღებულ ქართულ კლასიკურ ფილმში „დღე უკანასკნელი, დღე პირველი“ სწორედ ეს კიბეა გადაღებული, თბილისის სხვა რამდენიმე ღირსშესანიშნავ კიბესთან ერთად.

imageკადრი ფილმიდან "დღე უკანასკნელი, დღე პირველი"(1959წელი)

კიბეების გადარჩენა ითავა ახალგაზრდა ამერიკელმა არქიტექტორმა თომას იბრაჰიმმა, რომელმაც რამდენიმე წლის წინ ამ ეზოში ბინა იქირავა. იგი 2019 წელს ჩამოვიდა თბილისში გვიანდელი საბჭოთა არქიტექტურის შესასწავლად.


ეზოს მაცხოვრებლები ამბობენ, რომ მერიას რამდენჯერმე მიმართეს და ქალაქის ადმინისტრაცია რემონტისთვის თანხის გაცემაზე დათანხმდა - მაგრამ მხოლოდ ნაწილზე. დარჩენილი თანხის შეგროვებას მაინც ვერ შეწვდებოდნენ, მაშინაც კი, თუ თანაბრად განაწილებოდა ყველა აქ მაცხოვრებელზე . ამერიკელმა არქიტექტორმა წინასწარი ნახაზები გააკეთა და კოლეგებს მიმართა. KIBE პროექტში შედიოდნენ მისი მეგობრები დელფტის ტექნოლოგიური უნივერსიტეტიდან - არქიტექტორები და რესტავრატორები ავსტრიიდან, იტალიიდან, ლიტვადან, უკრაინიდან და თურქეთიდან. გუნდს შეუერთდნენ ქართველი არქიტექტორები და საბოოოდ 17 ადამიანი ერთობლივად შეეჭიდა პროექტს.

image

კიბე უბრალოდ კი არ უნდა შეღებილიყო, არამედ, რეალურად მთლიანად თავიდან უნდა ყოფილიყო დამზადებული აღდგენილი, პროექტი უნდა დამტკიცებულიყო ოფიციალურად ქალაქი მერიაში.


ჰაინრიხ ბიოლის ფონდმა მცირე გრანტი გასცა კვლევის ჩასატარებლად და მერიისთვის ყველა საჭირო დოკუმენტაციის მოსამზადებლად, პროექტის საინიცატივო ჯგუფმა დაიწყო თანხის სეგროვება. 20 000 ევროდან, შემოწირულობების სახით, 4 ათასი ევროს მოგორვება მოხერხდა, დარჩენილი თანხა კი ბიზნესმენმა თემურ უგულავამ დაფარა.

image

ამჟამად კიბის აღდგენა რესტავრაცია დასასრულს უახლოვდება.ახლა მთელი სტრუქტურა ბუნებრივი ოქროსფერია.პროექტის მონაწილეები ამბობენ, რომ რადგან კიბე საოცრად ლამაზია, როცა ბუნებრივი ხე ბზინავს. მაგრამ ძალიან მალე მოუწევთ მისი შეღებვა, რათა უზრუნველყოს დამატებითი დაცვა ნესტისგან. კიბე ღია ფირუზისფერი იქნება, საფეხურები კი მუქი ალუბლისფერი – კველევებმა აჩვენა, რომ ზუსტად ასეთი იყო კიბე ასი წლის წინ.

0
319
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
319
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0