x
image
ქეთეონე
"ეს ნარკო-დეპუტატი ხვიჩია სწორედ ივანიშვილის პირადი დავალებით შეაგზავნა სუს-მა"-რას წერს შალვა ნათელაშვილი?

image

ქართველი პოლიტიკოსი, ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი სოციალური ქსელის მეშვეობით აცხადებას ინფორმაციას და იგი ეხმაურება ფაქტს, როდესაც „გირჩის“ ლიდერმა იაგო ხვიჩიამ კლინიკა „ვივამედში“ მიხეილ სააკაშვილი მოინახულა.



მოგეხსენებათ, იაგო ხვიჩია განმარტავდა, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პატიმრობა პირდაპირ უშლის ხელს ევროინტეგრაციას და მოუწოდა ენმ-ს, რომ მისი გადაყვანა მოითხოვონ და სანაცვლოდ გარკვეული რამის დათმობა შესთავაზონ ხელისუფლებას.





ამ ფატქს, შალვა ნათელაშვილი მის "ფეისბუქ" გვერდზე ასე ეხმაურება:




"ივანიშვილმა ტრადიციულად, ამჯერად სანქციებისგან გადასარჩენად მძევლებით დაუწყო ვაჭრობა დასავლეთს. იმედია ექს-პრეზიდენტ სააკაშვილს ეჭვი არ ეპარება, რომ ეს ნარკო-დეპუტატი ხვიჩია სწორედ ივანიშვილის პირადი დავალებით შეაგზავნა სუს-მა მის მოსანახულებლად, რათა მოისინჯოს ის ნიადაგი რაც მოგახსენეთ. დარწმუნებული ვარ ექს-პრეზიდენტი არაფერს იზამს ისეთს, რაც ჩვენი ერის დაუძინებელ მტერს - ივანიშვილს სანქციებიდან დაიხსნის."

image
0
247
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთეონე
ქეთეონე
247
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0