x
image
თაზუ
თქვენ საფრთხის წინაშე ხართ: 5 სასმელი, რომლის ზაფხულში მიღება ორგანიზმისთვის სარისკოა
image


ზაფხულის მიმზიდველობის ერთ-ერთი მიზეზი - უგემრიელესი ცივი სასმელების ფართო არჩევანია - წვენებიდან დაწყებული და ცივი ჩაით დამთავრებული, რომლებიც აუტანელი სიცხისაგან გათანგულ ორგანიზმს საამოდ ედება. თუმცაღა, გვაქვს სამწუხარო ამბავი: ზაფხულის ზოგიერთმა ყველაზე პოპულარულმა სასმელებმა შესაძლოა ზიანი მიაყენოს თქვენს ჯანმრთელობას.

გაზიანი სასმელი

image


ტკბილი გაზიანი სასმელი - სრული შაქრის ბომბაა. ერთი პორცია, შესაძლოა, მოიცავდეს 7 ჩ.კ-ის შაქარს. გლუკოზის ასეთი რაოდენობა, ერთხელაც, აუცილებლად გამოიწვევს სისხლში შაქრის მომატებას, რაც მიგიყვანთ დიაბეტამდე და პანკრეასის პრობლემებამდე.


დიეტური გაზიანი სასმელიც არაა გამოსავალი, ვინაიდან, უმეტეს შემთხვევაში, შეიცავს ძალიან მავნე ხელოვნურ დამატკბობლებს (ქსილიტორი ან სორბიტოლი, მანიტოლი, მალტიტოლი და სხვა). მათ შეუძლიათ გამოიწვიონ ქრონიკული თავის ტკივილი და უარყოფითად იმოქმედონ ჰორმონალურ ბალანსზე.


სასარგებლო ალტერნატივა: უშაქრო ხილის სასმელი ან კენკრის წვენები (ალუბალი, მოცვი და სხვა).


ცივი ჩაი


image


აქ ვგულისხმობთ მაღაზიის ქილებში ან ბოთლებში არსებულ სასმელებს, რომლებიც მასკარადირებულია როგორც ბუნებრივი ჩაი. სინამდვილეში, ასეთი "ჩაი" არათუ არ ჩამოუვარდება შაქრის რაოდენობით გაზიან სასმელებს, არამედ შეიცავს უამრავ ქიმიურ სახიფათო დანამატს.


სასარგებლო ალტერნატია: ნამდვილი მწვანე ჩაი, ადუღებული და შეციებული.


კომბუჩა


image


ბოლო წლების პოპულარული სასმელი, რომელიც (იდეალურად) ჩაის სოკოზე უნდა იყოს დაფუძნებული, სინამდვილეში, ასევე შეიცავს ბევრს დანამატსა და შაქარს. კომბუჩას ბრენდების უმეტესობა თითო პორციაში - მინიმუმ 20 გრამ შაქარს ამატებს, რასაც ადვილად შეუძლია გამოიწვიოს დიაბეტი და პანკრეასის დისფუნქცია, რომელიც ზევით უკვე აღვნიშნე, გაზიანი სასმლის შემთხვევაში.


ლიმონათი


image


ლიმონათი ბოთლებსა თუ ქილებში - გაზიანი სასმლისა თუ ცივი ჩაის უკეთესს ვარიანტს ნამდვილად არ წარმოადგენს. მისი ერთი პორცია მოიცავს, დაახლოებით, შაქრის 7 ჩ.კ-ს.


სასარგებლო ალტერნატივა: სახლის ლიმონათი ან, უბრალოდ, წყალს დამატებული ლიმონის წვენი.


ტკბილი წვენი


image


შეფუთული წვენები - კიდევ ერთ შაქრის ბომბა სასმელია, რომელიც, აგრეთვე, "ჯანსაღი" დიეტის ერთ-ერთ ატრიბუტად ითვლება. სინამდვილეში კი, მაღაზიის წვენები უფრო მეტ შაქარსა და კონსერვანტებს შეიცავენ, ვიდრე გაზიანი სასმელები. ახალ გამოწურული ფრეშებით გატაცებაც არაა რეკომენდირებული, ვინაიდან იგი კონცენტრირებულია ფრუქტოზას დიდი რაოდენობით, რაც, შემდგომ, უცვლელად გარდაიქმნება ცხიმად ღვიძლში. ამან, შესაძლოა, გამოიწვიოს სიმსუქნე და გულ-სისხლძარღვთა დაავადების განვითარება.


სასარგებლო ალტერნატივა: უშაქრო ხილის სასმელი, ბუნებრივი კენკრის ან ბოსტნეული წვენები.














0
261
1-ს მოსწონს
ავტორი:თაზუ
თაზუ
261
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0