x
image
ქეთეონე
"ადვილი იქნება მილიარდერთან დაპირისპირება, რომელსაც ერთ ჯიბეში სუსი უზის"- რას წერს ბაია პატარაია?

image

ბაია პატარაია სოციალური ქსელით ავრცელებს განცხადებას, სადაც ეხმაურება ევროკომისიის გადაწყვეტილებას.


ევროკომისიის გადაწყვეტილებას რაც შეეხება, მოგეხსენებათ, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, საქართველოს აძლევენ რეკომენდაციას ევროპულ პერსპექტივაზე, თუმცა არა კანდიდატობაზე.


რაც შეეხება ბაია პატარაიას განცხადებას, გთავაზობთ მის "პოსტს" "ფეისბუქ" გვერდიდან:


"ოლიგარქია - მცირეთა მმართველობა, რომელთაც აქვთ დიდი ქონება და მართავენ ფულით. დეოლიგარქიზაცია - მმართველობის წართმევა ოლიგარქისთვის. დემოკრატია - ხალხის მმართველობა.



ევროკავშირი ქართველ ხალხს მოგვიწოდებს, წავართვათ ძალაუფლება ბიძინას და დავუბრუნოთ ის ხალხს! რადგან ევროკავშირი თავისუფალი ხალხების და დემოკრატიების ერთობაა.


ადვილი იქნება მილიარდერთან დაპირისპირება, რომელსაც ერთ ჯიბეში სუსი უზის და მეორეში - სასამართლო? არა. არ იქნება ადვილი. მაგრამ "თავისუფლება ისე არ მოდის, თავისუფლება ლომთა ხვედრიაო", ხომ ვმღერით ხოლმე. ხოდა აი, ეგეთი სიმამაცე გვმართებს ახლა.


მაგრამ ხალხი თუმოინდომებს - ყველაფერს შეძლებს, რადგან წარმოუდგენლად დიდ ძალას ფლობს! ♡ 20 ივნისს 20:00 პარლამენტთან იწყება ხალხის ბრძოლის მორიგი რაუნდი, რომელიც გრძელვადიანი ბრძოლაა - მზად ხართ?"

0
38
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთეონე
ქეთეონე
38
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0