x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
"ოფიციალურად სახის დამბლა, სინამდვილეში "პფაიზერის" საფირმო ღიმილი" - სოსო პავლიაშვილი
image

ორიოდე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ პოპ-მომღერალ ჯასტინ ბიბერს რამსეი–ჰანტის დაავადება განუვითარდა, რომელიც იწვევს სახის დამბლას, თავად მომღერალმა აღნიშნა, რომ ვერ ახელს მარჯვენა თვალს და უჭირს გაღიმება, თუმცა რუსეთში ნოღვაწე ქართველ მომღერალს სოსო პავლიაშვილს მიაჩნია, რომ ეს სინამდვილეში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინამ"პფაიზერმა " გამოიწვია.ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა:


"ოფიციალურად სახის მძიმე დამბლა, სინამდვილეში ეს საფირმო ღიმილია "პფაიზერისგან", გვერდითი მოვლენა ან სალამი ალბერტ ბურლისგან.

image


უნდა აღინიშნოს, პავლიაშვილი არაა პირველი და უკანასკნელი, რომელმაც ეს ჰიპოთეზა აიტაცა, როგორც კი ცნობილი გახდა, რომ ჯასტინ ბიბერის რამსეი–ჰანტის დაავადება განუვითარდა, მაშინვე აყაყანდნენ ანტივაქსერები და მიიჩნიეს, რომ ეს აცრამ გამოიწვია, წერს ჟურნალ Rolling stones, თუმცა საქმე იმაშია, რომ ჯასტინ ბიბერს არსად დაუდასტურებია, რომ მან კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა გაიკეთა და თუნდაც ჰქონდეს გაკეთებული აცრა, არსად არაა დადასტურებული, რომ "პფაიზერის" ვაქცინა მსგავს გვერდით მოვლენას იწვევდეს.ერთადერთი რაცაა ცნობილი, მას კოვიდ-19 გასული წლის თებერვალში შეხვდა.


რაც შეეხება რამსეი–ჰანტის სინდრომს- ვითარდება, როცა ჰერპეს ზოსტერის ინფექცია ეხება სახის ნერვს, ყურთან ახლოს. მტკივნეული გამონაყარის გარდა, რამსეი–ჰანტის სინდრომის დროს ვითარდება სახის დამბლა და სმენის დაკარგვა დაზიანებულ ყურში.

რამსეი–ჰანტის სინდრომი გამოწვეულია იმავე ვირუსით, რომელიც იწვევს ჩუტყვავილას. როცა ჩუტყვავილა გაივლის, ვირუსი ინაქტიურ მდგომარეობაში ინახება ნერვებში. ვირუსი შესაძლოა თავიდან გააქტიურდეს. თუ ეს სახეზე მოხდა, ვითარდება რამსეი–ჰანტის სინდრომი.



ადრეული მკურნალობა ამცირებს გართულებების რისკს, როგორიცაა სახის კუნთების მუდმივი სისუსტე ან სმენის მუდმივი დაკარგვა.

0
314
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
314
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0