x
მეტი
  • 01.05.2024
  • სტატია:134545
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508667
კლდეში ამოკვეთილი უძველესი ტაძარი

imageგიზიდავთ უნიკალური და აღმაფრთოვანებელი ნაგებობები? გიყვართ მათი შესწავლა და დათვალიერება? მაშინ ეს ადგილი თქვენთვის საინტერესო უნდა იყოს. ეს არაჩვეულებრვი ნაგებობა თამამად შეიძლება ჩაითვალოს არქიტეკტურის საოცრებად. უმარავი მაგალითი არსებობს იმის დასამტკიცებლად, რომ ძველად ადამიანებს შეეძლოთ შეექმნათ, რაღაც არაჩვეულებრივი და ეს ტაძარი ამის ნათელი მაგალითია.

კაილასანათარის უნიკალური გამოქვაბულის ტაძრის შესაქმნელად საჭირო იყო 400 000 ტონა დამუშავებული ქვა. თეორიულად ამ გიგანტური, კლდეში ნაკვეთი ტაძრის აშენებას თაობები დასჭირდებოდა, მაგრამ სინამდვილეში, არქეოლოგების აზრით, მისი მშენებლობა მხოლოდ თვრამეტი წელი გაგრძელდა.
image
კაილასანათარი მდებარეობს მაჰარაშტრას შტატში, სოფელ ელორაში, ქალაქ აურანგაბადთან ახლოს, ინდოეთში. ტაძარი სრულადაა კლდეში ამოკვეთილი. მისი სიმაღლე თითქმის 100 მეტრია, სიგრძე 140, ხოლო სიგანე 130 მეტრი. ოფიციალურად ტაძარი აშენდა 756 - 773 წლებში.
image
დღეს რომ ვინმეს ასეთი სტრუქტურის აშენება განეძრახა, მას დასჭირდებოდა 10 ათტონიანი სამთო სამუშაოების მანქანა, რომელიც 200 დღის უწყვეტი მუშაობის შემდეგ მხოლოდ კლდის უხეშ დამუშავებას მოახდენდა. რთული წარმოსადგენია, თუ რა დრო დასჭირდებოდა მცირე დეტალების ხელით დამუშავებას. კაილასანათარის ტაძარი დღემდე ერთ-ერთია იმ ადგილთაგან, რომლებიც საიდუმლოების ბურუსით არაინ მოცულნი.




0
263
4-ს მოსწონს
ავტორი:არჩილ ვერულიძე
არჩილ ვერულიძე
263
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0