x
image
დავითი ჩუთლაშვილი
გამომგონებელმა მფრინავი მოტოციკლი წარმოადგინა, რომელიც რვა რეაქტიული ძრავით არის აღჭურვილი
მფრინავი მოტოციკლი


სტარტაპმა JetPack Aviation-მა თავისი უახლესი შოკისმომგვრელი გამოგონება წარმოადგინა: მისი მომავალი მფრინავი მოტოციკლის, P2 Speeder-ის პროტოტიპი.


მოტოციკლი, რომელსაც გამომგონებელი საჰაერო კომუნალურ მანქანას (AUV) უწოდებს, აღჭურვილია რვა რეაქტიული ძრავით და არის მესამე სრული პროტოტიპი, რომელიც შემუშავებულია Mayman Aerospace-ის, JetPack Aviation-ის შვილობილი ბრენდის მიერ.


ეს პროტოტიპი იმედისმომცემი ცვლილებაა და კონკრეტული პროგრესის აშკარა ნიშანიც. სპეციალისტები უკვე რამდენიმე წელია მუშაობენ აპარატის დახვეწაზე, მაგრამ ჩანს კიდევ უნდა დაველოდოთ, რომ იდეიდან რაიმე რეალური გამოვიდეს.



მოთმინება, მოთმინება...


კომპანია ამტკიცებს, რომ მოტოციკლის საბოლოო ვარიანტი შეძლებს 300 მეტრის სიმაღლეზე აფრენას და 650 კილომეტრის დაფარვას 800 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით - ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ სტატაპი ოდესმე მიიღებს ფრენის სერთიფიკატს ამერიკის ფედერალური საავიაციო ადმინისტრაციისგან. კომპანია აცხადებს, რომ თანამშრომლობს სააგენტოსთან, რათა ეს მალე მოხდეს.


აღსანიშნავია, რომ გამოგონებას დადებითი შეფასება მისცა ინვესტორმა ტიმ დრეიპერმა, რომელმაც თავის დროზე ფული SpaceX-სა და Tesla-ში დააბანდა.


JetPack Aviation იმედოვნებს, რომ ამ წლის ბოლოს დაიწყებს დისტანციური მართვის სატესტო ფრენებს, ხოლო პილოტები კონტროლის ლიცენზიას წლის ბოლომდე აიღებენ.


უსაფრთხოება არ არის გარანტირებული


P2 Speeder აგებულია "ფრენის მაქსიმალური ეფექტურობისა და ულტრა უსაფრთხო სისტემის სიჭარბის" გათვალისწინებით, ნათქვამია გავრცელებულ პრესრელიზში. ეს ნიშნავს, რომ მაშინაც კი, თუ რვა რეაქტიული ძრავიდან ერთ-ერთი მწყობრიდან გამოვა, დანარჩენ ძრავებს შეუძლიათ იტვირთონ მისი ფუნქცია.


მიუხედავად იმისა, რომ ასეთი გიჟური იდეის რეალიზება მოქმედი პროტოტიპის სახით შთამბეჭდავია, ამ ტიპის მფრინავი ობიექტის მასიურ წარმოებაში ჩაშვება, სავარაუდოდ, საკმაოდ რთული იქნება, უსაფრთხოების აშკარა რისკების გათვალისწინებით.


მაგრამ... მთავარი ალბათ მაინც იდეაა. დანარჩენი კი მხოლოდ დროის და სრულყოფის საკითხია.


ბაიკი

0
55
შეფასება არ არის
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
55
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0