x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134560
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508620
რუსული ტელეკომპანია "დოჟდი" თბილისიდან განაახლებს მაუწყებლობას
image

რუსულმა ოპოზიციურმა ტელეკომპანია „დოჟდმა“ ლატვიაში ევროპული მაუწყებლობის ლიცენზია მიიღო და სტუდიების გახსნას რამდენიმე ქვეყანაში გახსნის. ესენია: საქართველო, საფრანგეთი, ჰოლანდია და ლატვია. ამის შესახებ დღეს ტელეარხის მთავარმა რედაქტორმა ტიხონ ძიატკომ "ფეისბუქზე"განაცხადა.


„9 ივნისს მაუწყებლობას ვეღარ დავიწყებთ, მაგრამ ეს მალე მოხდება, როცა მზად ვიქნებით. ბევრი გეგმა გვაქვს: ვგეგმავთ მაუწყებლობას სხვადასხვა სტუდიებიდან - ლატვიდან, ჰოლანდიიდან, საფრანგეთიდან და საქართველოდან. დავიწყოთ მცირედით და თანდათან გავაფართოვებთ საეთერო ბადეს. ჩვენ ძალიან გვენატრებით და იმედია თქვენც მოგენატრეთ. ყველა დეტალს მალე შეიტყობთ!“ - წერს ძიადკო.



ოპოზიციური ტელეკომპანია „დოჟდი“ 10 წელზე მეტი ხნის განმავლობაში მაუწყებლობდა მოსკოვიდან, მაგრამ მარტში მან შეწყვიტა მუშაობა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის მიერ „ყალბი ამბების შესახებ“ მიღებული კანონის გამო, რის მიხედვითაც სამხედრო ოპერაციების საჯარო დისკრედიტაცია, მათ შორის არაკოორდინირებული საჯარო ღონისძიებების შესახებ მოწოდებები; "ფეიკების" გავრცელება ("რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების შესახებ შეგნებულად ყალბი ინფორმაციის" საჯარო გავრცელება) და ასევ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებისკენ მოუწოდება.



არხის აღმასრულებელმა დირექტორმა, ნატალია სინდეევამ მაშინ განმარტა, რომ რუსეთში მუშაობის გაგრძელება, კრემლის პოზიციასთან შეუსაბამო ნებისმიერი სიუჟეტის გამო ჟურნალისტებს საფრთხის წინაშე დააყენებს. ამის შემდეგ "დოჟდის" თანამშრომლების უმეტესობამ დატოვა რუსეთი.


თბილისის სტუდიაში იმუშავებენ ჟურნალისტები ტიხონ ძიადკო, ეკატერინა კოტრიკაძე(ფოტოზე) და ანა მონგაიტი.

0
360
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
360
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0