x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
რა სარგებელს ნახავდა რუსეთი ბლიცკრიგი უკრაინაში რომ შემდგარიყო
image

როცა რუსეთის დიქტატორ პუტინის რეიტინგი ეცემა ის იწყება ომს, ასე იყო ჩეჩნეთში, ასე იყო საქართველოში, ასე იყო სირიაში და ასე მოხდა უკრაინასთან მიმართებაშიც.


ყოფილი "КГБ"-ს ოფიცერი არ არსებობს, პუტინი აზროვნებს, როგორც "КГБ"-ს პოლკოვნიკი, რომელიც ცდილობს "მიცვალებულის აღდგენას"-საბჭოთა კავშირის აღდგენას.


რუსეთს აქვს ყველა რესურსი იმისათვის, რომ რუსეთის მოქალაქეებმა კარგად იცხოვრონ, თავად სახელმწიფო კი იყოს ტექნოლოგიურად განვითარებული თუნდაც მოწვეული სპეციალისტების დახმარებით, მაგრამ პუტინს და მის ოლიგარქ გარემოცვას რუსი ერი ნაკლებად ადარდებს, რისი გამოძხილიცაა პუტინის რეჟიმის ხელისუფლებაში მოსვლის მერე ამდენი ომები.



შევეშვათ ამ ამბიციური მანიაკის გარემოცვას და გავაანალიზოთ თუ რა სარგებელს მიიღებდა რუსეთი უკრაინაში ბლიცკრიგით.


1. უკრაინის ხელისუფლებაში დასვამდა მარიონეტულ ხელისუფლებას, რომელიც რუსეთის ხელისუფლების ნებისმიერ ბრძანებას უსიტყვოდ შეასრულებდა.


2. რუსეთი ოფიციალურ დონეზე გაიფორმებდა ყირიმს, რომელიც ამჟამად ოკუპირებული ტერიტორიის სტატუსს ატარებს.


3. მიიერთებდა უკრაინის წიაღისეულით მდიდარ რეგიონს-დონბასს.


4. უკრაინის სამხედრო-ამრეწველო კომპლექსს გამოიყენებდა თავისი მიზნებისათვის, ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის პერიოდიდან უკრაინის საზღვაო ქალაქ ნიკოლაევში აწარმოებდნენ ნებისმიერი სახის სამხედრო ფლოტისათვის განკუთვნილ გემებს.


5. ელვისებური გამარჯვებით რუსეთი დაამტკიცებდა მისი შეიარაღების მაღალეფექტურობას, რაც იარაღის გაყიდვის მსოფლიო ბაზარზე რუსული იარაღის ექსპორტს უზარმაზარ მოცულობამდე გაზრდიდა.


6. უკრაინის გაკონტროლებით რუსეთი დაანახებდა ევროპას და აშშ-ს, რომ მას შესწევს ძალა ასევე შეიჭრას დაუსჯელად და გააკონტროლოს შუა აზიის რესპუბლიკები.


ასევე ამიერკავკასიის რესპუბლიკებზე აიღოს სრული კონტროლი.


საბედნიეროდ უკრაინა აღმოჩნდა კერკეტი კაკალი რომლის გატეხვა არა თუ სპეცოპერაციად წოდებული ავანტიურით, არამედ რეალურად ბირთვულის გარდა ყველა სახის შეიარაღების გამოყენებითაც კი ვერ მოახერხა მისი გატეხვა, რითაც დაინგრა მითი რუსეთის არმიის და რუსული იარაღის უძლეველობის შესახებ.
რუსული არმიის ჯავშანტექნიკის "სასაფლაო" უკრაინული ქალაქის ქუჩაზე.


image
რუსული ტანკი რუსების შეფასებით "უანალოგო" დინამიური დაცვის ელემენტების ქონის მიუხედავად მაინც გაანადგურეს უკრაინელებმა.
image
ამერიკულმა ტანკსაწინააღმდეგო, მართვადი სარაკეტო კომპლექს "ჯაველინის" რაკეტამ რუსული ტანკი ეკიპაჟთან ერთად უშანსოდ დატოვა.
image
ლოჯისტიკის მოშლამ და რუსული ტექნიკის მასიურად განადგურებამ რუსები აიძულა ტექნიკა გამართულ მდგომარეობაში დაეტოვებინათ და გაქცეულიყვნენ.
imageimageimageimageimage

+14








0
110
5-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
110