x
image
არჩილ ვერულიძე
დელფინმა მამაკაცს დახმარება სთხოვა, რათა მეგობარი გადაერჩინა

image
ცნობილი იტალიელი მყვინთავი ენცო მაიორკა სირაკუზის მახლობლად ზღვაში იმყოფებოდა თავის ქალიშვილ როსანასთან ერთად.

ჩაყვინთვისას იგრძნო, რომ რაღაც მსუბუქად შეეხო მის ზურგს. შებრუნდა და დაინახა დელფინი. მამაკაცი მიხვდა, რომ ის სათამაშოდ არ იყო მოსული, დელფინი რაღაცის თქმას ცდილობდა.

ცხოველმა სიღრმეში ჩაყვინთა, ენცო კი მას თან გაჰყვა. დაახლოებით 15 მეტრის სიღრმეზე კიდევ ერთი დელფინი დაინახა, რომელიც მიტოვებულ ბადეში გახვეულიყო.

მაიორკამ ქალიშვილს სთხოვა მყვინთავის დანა მიეცა მისთვის. რამდენიმე წუთში შეძლეს დელფინის განთავისუფლება, რომელიც უკანასკნელ ძალებს იკრეფდა.

დელფინს შეუძლია წყლის ქვეშ 10 წუთამდე გაძლება, შემდეგ კი იძირება. გათავისუფლებული, ჯერ კიდევ გაოგნებული დელფინი ენცო, როსანისა და კიდევ ერთ დელფინთან ერთად წყლის ზედაპირზე ამოიყვანეს. შემდეგ კი მოულოდნელად გაირკვა, რომ განთავისუფლებული დელფინი ფეხმძიმედ იყო, მან რამდენიმე წამის შემდეგ იმშობიარა.

დელფინმა-მამამ წყალში წრე მოხაზა, ენცოსთან მიცურა , ლოყაზე შეეხო (კოცნის მსგავსად) - მადლიერების ჟესტი...

ყოველივე იმის შემდეგ, რაც მოხდა, ენცომ თქვა: "სანამ ადამიანი არ ისწავლის ბუნების პატივისცემას და ცხოველთა სამყაროსთან საუბარს, ის ვერასოდეს გაიგებს თავის ნამდვილ როლს დედამიწაზე!"

ეს ამბავი 2009 წელს მოხდა.

6
141
6-ს მოსწონს
ავტორი:არჩილ ვერულიძე
არჩილ ვერულიძე
141
  
2022, 4 ივნისი, 16:42
ნეტა კარგი რამ ესწავლათ ჩვენგან...
2022, 4 ივნისი, 15:49
ეეჰ, ქართული ლიცენზიით თევზაობენ თურქები აკრძალული მეთოდით, ვინაა გამკითხავი?
2022, 4 ივნისი, 15:47
ცხოველთა დაცვის ორგანიზიაციები რას აკეთებენ?
2022, 4 ივნისი, 15:34
ქართველი მეცნიერები იკვლევდნენ მკვდარ დელფინებს, მუსირებდა აზრი რომ გაურკვეველი დაავადება ხოცავდა დელფინებს, ანაკლია-ყულევი-ფოთის აკვატორიაში აღმოჩენილი "დაშტირული" დელფინების აღმოჩენამ მოფინა ნათელი ყველაფერს. :(
2022, 4 ივნისი, 14:24
დელფინი საოცარი არსებაა, მადლიერების უზარმაზარი გრძნობით. ქაფშიის სეზონზე თურქები ჩენს ტერიტორიულ წყლებში ჯოჯოხეთს უწყობენ, მტრალავ ბადეში მოხვედრილ დელფინებს "შტირავენ" და ზღვაში აგდებენ, სტატიაც მიდევს სურათებით...
0 1 6