x
მსოფლიოში ყველაზე ჭკვიანი ადამიანი

უილიამ ჯეიმს სიდისი 1898 წლის 1-ელ აპრილს დაიბადა. მამამისი ბორის სიდისი ჰარვარდის უნივერსიტეტში ფსქოლოგიის კურსს კითხულობდა. იმ პერიოდის ამერიკაში საუკეთესო ფსიქიატრი და ფსიქოლოგი იყო. დედა ექიმი ჰყავდა (ბოსტონის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული), მაგრამ შვილის გაჩენის შემდეგ კარიერაზე უარი თქვა. მშობლებს სურდათ, მათი ვაჟი განათლებული ადამინი
ყოფილიყო და ყველანაირად ხელს უწყობდნენ. უილიამისთვის განათლების საკუთარი სისტემა შექმნეს. 18-თვის უილიამი „ნიუ-იორკ თაიმსს“ კითხულობდა 4 წლისამ ორიგინალში წაიკითხა ჰომეროსის
პოემები, 6 წლისა - ათეისტი გახდა. 8 წლამდე 4 წიგნი ჰქონდა დაწერილი. 1 წლით ადრე ჰარვარდის უნივერსიტეტში ანატომიის გამოცდა ჩააბარა და ანატომიაზე ერთი წიგნი დაწერა. ამავე ასაკში სრულყოფილად ფლობდა 8 უცხო ენას. მას ყველაზე მაღალი (250_დან 300_მდე) ID ჰქონდა. 11 წლის ჰარვარდის უნივერსიტეტის სტუდენტი გახდა. ამერიკის ისტორიას, ფსიქოლოგიასა და ასტრონომიას სწავლობდა. 16 წლისამ უნივერსიტეტი წარჩინებით დაამთავრა. სამგზავრო ბილეთებს აგროვებდა და ფრანკ ფალუპას ფსევდონიმით სარკინიგზო ბილეთებზე ტრაქტატი დაწერა. 1930 წელს მუდმივი კალენდარი (ნაკიანი წლების გათვალისწინებით) შექმნა. ერთი ვერსიის თანახმად -40, ხოლო მეორე ვერსიით 200, ენა იცოდა. ლათინურ და ძველბერძნულ ენებზე დაყრდნობით თავისი ენა შექმნა. სიდისი ქალებთან და ჟურნალისტებთან ურთიერთობას თავს არიდებდა; რიგით ბუღალტრად მუშაობდა და როგორც კი მის ნიჭს აღმოაჩენდნენ მაშინვე იმ სამუშაო ადგილს ტოვებდა. ყველაზე ჭკვიანი ადამიანი 1944 წელს, 46 წლის ასაკში ტვინში სისხლის ჩაქცევით გარდაიცვალა.image

8
874
4-ს მოსწონს
ავტორი:ბერიძე.007
ბერიძე.007
874
  
2012, 25 სექტემბერი, 18:43
wow
2012, 24 სექტემბერი, 15:26
ინტერნეტში არ მინახია წიგნიდან ამოვწერე
2012, 24 სექტემბერი, 14:09
წყარო დამილინკე აბა, ძაან დამაინტერესა
2012, 22 სექტემბერი, 16:25
ეგ ხო :D:P
2012, 22 სექტემბერი, 13:00
:D :D რო არ შეეცდინათ ქალებს ხომ? :P
2012, 21 სექტემბერი, 21:48
ყველას თავისი აზრი აქ!
2012, 21 სექტემბერი, 21:47
ეჰ არ გჯერა რა ვქნა რაც სიმართლეა იმას ვწერ
2012, 21 სექტემბერი, 21:34
დაუჯერებელია და რა ვქნა
0 1 8