x
მეტი
  • 29.04.2024
  • სტატია:134527
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508648
ინსტრუქცია ბედნიერი ცხოვრებისათვის.

image


















1) ნუ დაგენანება ფული სიამოვნებისათვის.
2) მოგწონს? - თქვი.
3) იცხოვრე დღევანდელი დღით, იმიტომ, რომ ხვალინდელი დღე შეიძლება არც გათენდეს.
4) ვერ გაიგე? - იკითხე.
5) გინდა შეხვდე? - დაპატიჟე.
6) რამე გინდა? - ითხოვე.
7) არასდროს არ იკამათო.
8) გინდა გაგიგონ? - აუხსენი.
9) თუ დამნაშავე ხარ, მაშინვე აღიარე და არ ეძებო გამოსავალი.
10) ყოველთვის გახსოვდეს, რომ ყველას აქვს საკუთარი სიმართლე რომელიც შენსას არ ემთხვევა.
11) არ იმეგობრო ბოროტ და დებილ ადამიანებთან.
12) ცხოვრებაში მთავარი სიყვარულია.
13) ადამიანის პრობლემები მხოლოდ საკუთარ თავშია.
14) მსოფლიო არც ბოროტია და არც კეთილი. გააჩნია, როგორ შექმნი შენ მას.
15) სცადე გამხიარულდე სხვისი ბედნიერებითაც.
16) ყოველთვის გახსოვდეს, რომ მეორე სიცოცხლე აღარ გექნება.
17) ნუ იქნები მომაბეზრებელი.
18) ხშირად არ უყურო ტელევიზორს, რადგან ის რეალობას მოგწყვეტს.
19) გახსოვდეს, რომ ცხოვრებაში არავის ვალი არ გაქვს.
20) გახსოვდეს ისიც, რომ შენი ვალიც არავის არ აქვს.
21) ნუ დაინტერესდები პოლიტიკით, რადგან იგი ადამიანს ცვლის.
22) ცხოვრებაში მხოლოდ საკუთარი თავის იმედი უნდა გქონდეს.
23) არ დაუჯერო დაპირებებს, დაუჯერე შენს გრძნობებს.
24) ქალებთან, ისევე, როგორც ბავშვებთან, იყავი მომთმენი და დამთმობი.
25) თუ ცუდ ხასიათზე ხარ, გახსოვდეს, რომ როდესაც მოკვდები აღარც ეს გექნება.
16) იცხოვრე ისე, თითქოს ეს შენი სიცოცხლის ბოლო დღე იყოს.

7
162
8-ს მოსწონს
ავტორი:პრომეთე
პრომეთე
162
  
2012, 24 სექტემბერი, 1:03
კარგი რჩევებია
2012, 21 სექტემბერი, 14:53
+++++
2012, 21 სექტემბერი, 14:45
გაიხარე. =) კარგი ადამიანი ხარ. (Y)
2012, 21 სექტემბერი, 14:30
მე გამომიცდია და ამიტომაც მინდა რომ სხვამაც გაიზიაროს.
2012, 21 სექტემბერი, 14:27
საინტერესო და კარგი პრინციპებია. =) სახარებაში ჩაწერილი იესო ქრისტეს რჩევების მიყოლა მართლაც ნამდვილი ბედნიერების მომტანია. მაგალითად, მათეს 22:37-40, მათეს 7:12- "ამიტომ ყველაფერში, როგორც თქვენ გინდათ, რომ მოგექცნენ სხვები, თქვენც ისევე მოექეცით მათ" და ა.შ. ბიბლიაში ძალიან ბევრი პრაქტიკული და სასარგებლო რჩევები და პრინციპებია ჩაწერილი. =)
0 1 7