x
image
ქეთეონე
"თქვენ იბრძვით ჩვენი სამშობლოს, რუსეთის უსაფრთხოებისთვის" - პუტინის გამოსვლა წითელ მოედანზე

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ ჯარები და მოხალისეები აღმოსავლეთ უკრაინაში, დონბასის რეგიონში „იბრძვიან სამშობლოსა და მათი მომავლისთვის“ და მან დაადანაშაულა დასავლეთი „მიწაზე შეჭრისთვის“.

image

პუტინმა თქვა, რომ რუსეთის "სპეციალური სამხედრო ოპერაცია" უკრაინაში აუცილებელი და "დროული" ღონისძიება იყო. მისი თქმით, ეს იყო დამოუკიდებელი, ძლიერი, სუვერენული ქვეყნის "სწორი გადაწყვეტილება".

"ახლა, ამ დღეებში, თქვენ იბრძვით ჩვენი ხალხისთვის დონბასში, ჩვენი სამშობლოს - რუსეთის უსაფრთხოებისთვის.


გასული წლის დეკემბერში ჩვენ შევთავაზეთ უსაფრთხოებისგარანტიის შეთანხმების გაფორმება, რუსეთმა დასავლეთს მოუწოდა გულწრფელი დიალოგისკენ, გონივრული კომპრომისული გადაწყვეტილებების მოძებნის, ერთმანეთის ინტერესების გათვალისწინებისკენ. მაგრამ ამაოდ! ნატოს ქვეყნებს ჩვენი მოსმენა არ სურდათ...


კიევში ისინი ამბობდნენ, რომ შესაძლოა ბირთვული იარაღი "მიეღოთ" და ნატომ დაიწყო ჩვენთან ახლოს მდებარე მიწების შესწავლა და ეს გახდა აშკარა საფრთხე ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი საზღვრებისთვის. ყველაფერი მიგვანიშნებდა, რომ საჭიროა ბრძოლა.", - განაცხადა პუტინმა.


0
19
2-ს მოსწონს
ავტორი:ქეთეონე
ქეთეონე
19
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0