x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
ზაფხული მოდის - რუსეთიდან ჩამოსულები, როგორც სჩვევიათ ისევ ტიტლიკანად ივლიან ჩვენს საზღვაო ქალაქებში
image

რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებულმა ფართომასშტაბიანმა ომმა ცივილიზებული სამყარო აიძულა სანქციები დაეწესებინა რუსეთისათვის, ასობით ბრენდული კომპანია უზარმაზარი ზარალის მიუხედავად სანქციებს შეუერთდა და რუსეთის ფედერაცია დასტოვა.


ოფიციალური მონაცმემებით სანქციებს გამორიდებული რუსების რაოდენობამ 25 000 ადამიანს გადააჭარბა, ასევე ბელორუსიდანაც საკმაოდაა შემოსული ახალგაზრდა და საშუალო ასაკის ადამიანები.


ამ სტატიაში არ ვისაუბრებ იმაზე თუ რამხელა საფრთხის შემცველია მტრული სახელმწიფოს ამხელა მასის აქ ყოფნა, საუბარი მექნება საზღვაო სეზონის გახსნისთანავე რუსების ჩვეულ საქციელზე და ქმედებებზე, როგორც წესი ისინი იქცევიან ყველგან ამაზრზენად, ყოფაქცევითაც, რომ ვერ დაიკვეხნიან არც ესაა ჩემი მოგონილი და მსოფლიოს მრავალ საკურორტო ქვეტანაში რუს ქალებს "ნატაშებს" რომ ეძახიან ესეც ფაქტია.



ბევრჯერ მინახავს ბაღუმში, ქობულეთში, თუ ანაკლიაში ბიკინებით მოსიარულე ტურისტი ქალები.


მესმის საზღვაო სეზონზე "კომბოსტოსავით ჩაცმულები"ვერ ივლიან, მაგრამ ყველაფერს აქვს ზღვარი, თუნდაც ბათუმში, სადაც ჩვენი მუსლიმი ძმები და დები ცხოვრობენ სულაც არაა მისაღბი ლამის ტიტლიკანა რუსი გოგონების თუ ქალების ნახვა შუა ქალაქში.


მაქხსოვს თურქეთში სამსახურიდან სტაჟირებაზე წასულმა სასწავლების აივანზე უმაისუეოდ გასვლა რომ მოვისურვე როგორ გამაფრთხილა თურქმა ინსტრუქტორმა, ქართველო ეს აქ მიღებული არაა და პრობლემას ნუ შეიქმნიო.
მეც გავითალისწინე, თუმცა რიზეში ის რჩევა არ გავითვალისწინე და ლაზების ოჯახში სტუმრად მყოფმა საღამოს აივანზე შორტებით და უმაისუროდ გასვლა მოვისურვე და გავედი, ქუჩიდან 15-17 წლის გოგონების ჯაჯღანი შემომესმა, მერე დავინახე გზისპირას თუ როგორ დაავლეს ქვებს ხელი და ჩემი მისამართით ისროლეს, გამიკვირდა. სახლის პატრონი გაუვარდა და თხის არვესავით გაირეკა, ამასობაში მეც ვიფიქრე ეტყობა ისევ უმაისურობაა მიზეზი მეთქი!


მაისური გადავიცვი და ოჯახისუფროს ბოდიში მოვუხადე აქაური წესები არ ვიცოდი და უხერხულ სიტუაციაში ჩაგაყენეთ მეთქი! ველურები არიანო გაეცინა.
ველურებზე რა გითხრათ, მაგრამ წელს რუსები ასე, რომ დაიწყებენ ჩვენს საზღვაო ქალაქებში ტანტალს ცხადია.


შესაძლოა ამათგან ძალიან მცირე პროცენტი იყოს რუსი, უბრალოდ სურათებსი ავტვირთე მაგალითისათვის.
image imageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimage



+16





















0
869
7-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
869