x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
ჩინურ მეგაპოლისში ერთი ინფიცირებულის გამო მთლიანი ქალაქი ჩაკეტეს
image

ჩინეთის მეგაპოლისმა და საწარმოო ცენტრმა შეუკვეთა Covid-19 ტესტები 5, 6 მილიონ მოქალაქისთვის მას შემდეგ, რაც აღმოაჩინა კორონავირუსის მხოლოდ ერთი საეჭვო შემთხვევა.


ქალაქ გუანჯოუში (სამხრეთ ჩინეთი), ასევე გააუქმა ასობით ფრენა ხუთშაბათს ბაიუნის საქალაქო აეროპორტიდან მას შემდეგ, რაც "ანომალიური შედეგები" იქნა აღმოჩენილი აეროპორტის პერსონალის ტესტირებისას, იტყობინება The Paper-ი.

image


იმავდროულად, შანხაის მახლობლად მდებარე ჰანგჟოუს ტექნოლოგიურმა ცენტრმა ოთხშაბათს საღამოს გასცა ბრძანება ქალაქის ცენტრში 9.4 მილიონ მაცხოვრებელს მისი 12.2 მილიონი მოსახლედან ყოველ 48 საათში ერთხელ ჩაიტარონ ტესტირება, თუ სურთ, რომწვდომა ჰქონდეთ საზოგადოებრივ ადგილებში და ტრანსპორტში.

image

ჩინეთი 2020 წლის დასაწყისიდან მოყოლებული, ანუ პირველი ტალღის შემდეგ ყველაზე უარეს მდგომარეობაშია (ამას თუ "უარესი" შეიძლება ეწოდოს სხვა ნებისმიერ ქვეყანასთან შედარები)მაგალითად აღმოსავლეთ შანხაიში ათობით ყოველდღიური გარდაცვალება ფიქსირდება ხოლო დედაქალაქ პეკინში ჩაკეტავს მთელი რაიონები, სადაც რამდენიმე შემთხვევა იყო გამოვლენილი.


image

კორონავირუსის ნულოვანი პოლიტიკის ნაწილი მოიცავს ქვეყნის მასშტაბით მასობრივი ლოკდაუნებს, ტესტირებას და შეზღუდვებს გადაადგილებაზე ვირუსის გავრცელების აღმოსაფხვრელად.


ასეთი სტრატეგია დიდ ძალისხმავს მოითხოვს რადგან, შტამი "ომიკრონი" უაღრესად გადამდები ვარიანტია, მკაცრი კონტროლს მოითხოვს, რაც იწვევს უკმაყოფილებას მოქალაქეების ნაწილში.


შეზღუდვებმა, მათ შორის 25 მილიონიანი შანხაის მაცხოვრებლის ერთკვირიანმა ჩაკეტვამ, დააზარალა ეკონომიკა, რამაც გამოიწვია ჩამორჩენა მსოფლიოს ყველაზე დატვირთულ კონტეინერების პორტში, რომელიც არის მთავარი კვანძი გლობალური მიწოდების ქსელში.

image

ჩინეთი ერთადერთი ქვეყანაა მსოფლიოში, რომელმაც ყველაზე მკაცრი შეზღუდვები დააწესა პანდემიის დროს, აირჩია ე.წ. ნულოვანი პოლიტიკა.


შედარებისთვის:ჩინეთში, სადაც კორონავირუსი პირველად გაჩნდა, პანდემიის დასაწყისიდან დღემდე დაინფიცირდა 208, 584 ადამიანი, აქედან გარდაიცვალა 4923 ადამიანი, ხოლო საქართველოში, სადაც ჩინეთზე 500-ჯერ ნაკლები ადამიანი ცხოვრობს, პანდემიის დაწყებიდან დაინფიცირდა 1 654 797 მოქალაქე, აქედან გარდაიცვალა 16 805.


საშუალო ართმეტიკული 1 მლნ. კაცზე იქნება: საქართველო-416, 274 ინფიცირებული და გარდაცვლილი 4, 227;


ჩინეთი-145 ინფიცირებული და გარდაცვლილი -3, როგორც ხედავთ განსხვავება სუპერ კოლოსალურია.

0
77
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
77
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0