x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
ვალენსიაში ჩატარდა რიგით მეთორმეტე "ბალიშებით ბრძოლა", რომელიც ყოველ 6 აპრილს იმართება ამინდის მიუხედავად
image

12 წელია უკვე ესპანეთში ტრადიციად იქცა "ბალიშებით ბრძოლა" გართობის მიზნით ყოველ 6 აპრილს, როგორც კი "დე-ლა-ვიხრენის" მოედანზე რატუშის საათი ადგილობრივი დოით 18:30 წუთს აჩვენებს ეგრევე იწყება 15 წუთიანი "უსასტიკესი ბრძოლა" ბალიშებით.


მიუხედავად იმისა, რომ ეს უკვე ტრადიციად ქცეული "ბძოლა" მხოლოდ გართობის მიზნით ტარდება მას აქვს თავისი წესები:


-ბალიში უნდა იყოს მაქსიმალურად ფაფუკი.



-ბალიში არ უნდა იყოს ფრინველის ბუმბულით გამოტენილი და არ უნდა ჰქონდეს ელვა შესაკრავი.


-მონაწილეს არ უნდა ეკეთოს სათვალე, რათა არ მიიღოს დაზიანება.


-მონაწილეს ხელში არ უნდა ეკავოს კამერა ან მობილური.


მონაწილეობს ნებისმიერი ასაკის ადამიანი, მაგრამ აქ ასაკობრივი უსაფრთხოება დაცულია, ძლიერ ადამიანს არა აქვს უფლება პატარა ბავშვს თუნდაც ძალიან ფაფუკი ბალიშით დაარტყას პატარას ან მოზარდს ბალიში.


არ შეიძლება ბალიშის გარეშე მყოფი ადამიანისათვის ბალიშის დარტყმა.
გასართობ ღონისძიებაზე დასწრება სრულიად უფასოა და მასში ესპანელებთან ერთად უცხოელებიც იღებენ მონაწილეობას, წესებიც მათთვისაც იგივეა, როგორიცაა ესპანელებისათვის.


"დრეს-კოდი" არ არსებობს, ყველას შეუძლია ჩაიცვას ის რაც მოესურვება, ბუნებრივია დაშვებული არაა მუზარადით და რაინდის აღჭურვილობით მონაწილეობის მიღება.


თუმცა თუ ვინმე სამასკარადო ტანსაცმლით მოდის "ბალიშებით ბრძოლაში" მონაწილეობის მისაღებად ამას ერთიანად ხვდებიან ოვაციებით.


imageimage

0
27
7-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
27