x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
ბალიშებით ბრძოლა სპორტის პროფესიონალური სახეობა ხდება, უკვე ჩატარდა პირველი ჩემპიონატი
image

ბალიშებით ბრძოლა როგორც გასართობი საშუალება უამრავ ქვეყანაში იმართება, განსაკუთრებით ესპანეთში, კერძოდ კი ვალენსიაში იმართება ფართომასშტაბიანი ბალიშებით ბრძოლა, სადაც ყველა ჯანმრთელ ადამიანს შეუძლია ამ "ბრძოლაში" მონაწილეობის მიღება.


საუბარია უბრალოდ გასართობად მოწყობილ "ბრძოლებზე" და არა რაიმე სახის პროფესიონალურ შეხვედრებზე.


თუმცა ბალიშებით ბრძოლა უკვე გახდა სპორტის პროფესიონალური სახეობა.
ამერიკის შეერთებულ შტატებში, კერძოდ კი ფლორიდის შტატში მოეწყო ოფიციალური შეხვედრა რინგზე ბალიშებით ბრძოლაში.



შეჯიბრში მონაწილეობა იღებდა 16 მამაკაცი და 8 ქალი. სანახაობა ძალიან სანახაობრივი გამოდგა, ბრძოლას ბალიშებით უკვე გააჩნია სპეციალური წესები, ბრძოლა მიმდინარეობს რინგზე და მას წარმართავს არბიტრი, რომელსაც კონტროლქვეშ ჰყავს მოჩხუბრები.


იქვე რინგთან კი იმყოფება მსაჯების ჯგუფი, რომელიც აფასებს მებრძოლების თითოეულ დარტყმას და ამით ხდება გამარჯვებულის გამოვლინება.
მამაკაცთა შორის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა ჰაული ტილმანმა, რომელმაც ფინალში თანამემამულე ასევე ამერიკელი მარკუს ბრიმიჯი დაამარცხა.


ქალთა შორის ჩემპიონის ტიტული კი ბრაზილიელმა ისტელა ნუნეშმა მოიპოვა, რომელმაც ფინალში ამერიკელი კენდალ ველკერი დაამარცხა.


ვინაიდან სპორტის ეს უკვე პროფესიონალური სახეობა ჯერჯერობით ფინანსურად ვერ შეედრება სპორტის სხვა სახეობებს, აქედან გამომდინარე საფინალო შეხვედრებში გამარჯვებულებმა 5 000$ მიიღს პრიზის სახით.


0
83
7-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
83