x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
ნაცისტების მიერ შემუშავებული მასების მოტყუების და ზომბირების მეთოდები, რომლებიც დღესაც გამოიყენება
image

***არასდროს არ უნდა დაგავიწყდეთ, რომ მასებს ქალის ხასიათი აქვთ, მათ საქციელს უმეტეს შემთხვევაში გრძნობები განსაზღვრავს და არა გონება, ამასთან ეს გრძნობები მეტად მარტივია, გრძნობები შეიძლება იყვნენ პოზიტიურნი ან ნეგატიურნი, როგორც სიყვარული ან სიძულვილი, მაგრამ არასოდეს არ არიან რთულნი ან შერეულნი. .ამაზე დაყრდნობით ინგლისური პროპაგანდა იყო მთლიანი, ეფუძნებოდა წმინდა წყლის სიმართლეს ან ასეთსავე ტყუილს, მაგრამ არასდროს ამ ორი ელემენტის ნარევს...


***აღთქმის შესაძლებლობა მასებს ჩვეულებისამბერ ძალზე შეზღუდული აქვთ, ისინი ასევე სწრაფად ივიწყებენ ყველაფერს, ყოველივე ამის გათვალისწინებით პროპაგანდა წარმატებული რომ იყოს იგი უნდა ემყარებოდეს რამდენიმე ნათელ დებულებას".


ეს არის ნაწყვეტები "სატანის ბიბლიიდან" - ჰიტლერის ცნობილი წიგნიდან "ჩემი ბრძოლა"(Mein Kampf).



დღეს 20 აპრილს, ჰიტლერის დაბადების დღეზე ვისაუბრებთ ნაცისტების პროპაგანდის მეთოდებზე, თუ როგორ უნდა მოატყუო მასები და აქციო ისინი ზომბებად, რომელიც სამწუხაროდ დღესაც აქტუალურად გამოიყენება მცირე თუ დიდი მასშტაბით სახელმწიფო დონეზე თუ მასმედიის საშუალებებით.



ნაცისტური გერმანიის პროპაგანდის რაიხმინისტრად ჰიტლერმა იოზეფ გებელსი დანიშნა. ნაცისტების პროპაგანდის ძირითადი პრინციპები იყო: პომპეზური მასშტაბურობა, სიმარტივე, კონცეტრაცია და ჭეშმარიტების სრული იგნორირება. სწორედ ცრუ ინფორმაცია იყო მთავარი ამოსავალი წერტილი რამაც შესაძლებელი გახადა ბრბოს ცნობიერების შეცვლა:





"ასჯერ ნათქვამი ტყუილი სიმართლე ხდება. ჩვენ მიზანია არა სიმართლე, არამედ ეფექტი. ეს არის პროპაგანდის საიდუმლო: ისინი, ვინც მასში უნდა დავარწმუნოთ, მთლიანად უნდა იყვნენ ჩაფლული სწორედ ამ პროპაგანდის იდეებში, ისე, რომ ვერ შეამჩნიონ, რომ მასში არიან შთანთქმული. ჩვეულებრივი ადამიანები, როგორც წესი, ბევრად უფრო პრიმიტიულები არიან, ვიდრე წარმოგვიდგენია. ამიტომ პროპაგანდა, არსებითად, ყოველთვის უნდა იყოს მარტივი და უსასრულოდ განმეორებადი“, - წერდა გებელსი და ფაქტობრივად იმეორებდა ზემოთ ნათქვამ ჰიტლერის ფაბულას.



პროპაგანდის რაიხმინისტრამა პროპაგანდის 6 ძირითადი პუნქტი ჩამოაყალიბა:



1.პროპაგანდა უნდა იყოს, რაც შეიძლება ბევრი, დღისითა და ღამით. ის არ უნდა წყდებოდეს, ვერავინ უნდა მოასწროს იმის გააზრება, რასაც ათასჯერ ეუბნებიან.


2.ყველა გზავნილი პრიმიტიული უნდა იყოს, რათა ყველაზე ჩამორჩენილმაც უცებ აითვისოს და რაც უფრო ბევრი მოისმენს, მით უფრო იძულებული იქნება ყველა - გაყვეს უმრავლესობას.


3.პროპაგანდა უნდა იყოს მარტივი, ცხადი და ერთფეროვანი. ლოზუნგები უნდა იყოს ყოველი მხრიდან და მეორდებოდეს ყოველი პროპაგანდის ბოლოში.


4.არანაირი ყოყმანი, არავითარი სხვადასხვა ვარიანტები და განსხვავებული აზრი, ადამიანებს არ უნდა ჰქონდეთ არჩევანის უფლება, ამას მათ მაგივრად სხვები გააკეთებენ, მათ მხოლოდ ინფორმაციად უნდა მიიღონ თუ რა არის მათთვის კარგი, და დარწმუნდნენ რომ, რაც ხდება არის გარდაუვალი.


5.პროპაგანდა უნდა ხდებოდეს მხოლოდ გრძნობებზე და არა გონებაზე, მართვა უნდა ხდებოდეს მხოლოდ ემოციებზე.


6.შოკი და ტყუილი-მთავარი პრინციპები სრულყოფილი პროპაგანდისა. პატარა ტყუილს არავინ დაიჯერებს, საჭიროა შოკისმომგვრელი და გაუგონარი ტყუილი, ისეთი, რომლის გააზრებაც ძნელია. ფაქტები უნდა იყოს არა შელამაზებული, არამედ გაუგონრად დამახინჯებული, უსინდისოდ განსხვავებული, ისეთი, რომ მასამ ვერ დაიჯეროს, რომ ასეთი რამ შესაძლებელია.

1
550
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
550
  
2022, 20 აპრილი, 17:11
დღესაც იგივე ხდება,მავანმა იცის ქართველების გადამეტებული უაზრო ემოციურობის შესახებ,ხოდა ამუშავებენ და დაამუშავეს უკვე. ამის კარგი მაგალითია #metoo კამპანიები,ჯერ კორონაზე და ახლა უკრაინის ამბებზე. გემახსოვრებათ,რა ხდებოდა კორონა ისტერიის დროს,ჯერ ადამიანი თუ გარეთ გამოვიდოდა,სიკვდილით დასჯას ითხოვდნენ,მერე მკვდრების შიშით ადამიანები არ გაუშვეს საფლავებზე და ორად გაყვეს აცრების დროს. მეტი გაზომბება რაღად გინდა,როცა აცრილი ზემოდან გადაყურებდა აუცრელს,პასპორტიანი უპასპორტოს. განსაცდელებზე ბევრს საუბრობენ და ამ ნაწილში კაცობრიობამ ვერ ჩააბარა გამოცდა ყაველაშვილივით,ადამიანობა გაქრა და დაიკარგა. ეხლა უკრაინაზე წივიან უაზროდ და ყველანაირი სარჩულის გარეშე საკუთარ ქვეყანას მტრობენ და ვერც კი ხვდებიან მარაზმის მაშტაბს. ელენიკო ხოშტარიამ კალაძე გააკრიტიკა კონცერტების გამო და გამახსენდა,ჩემს ბავშობაში ტელევიზორს არ რთავდნენ უბანში,თუ მიცვალებული იყო. ჩვენი ხალხის უვიცობის და ჩვენი ქვეყნის მდგომარეობის გამო,რა გვემღერება,მარა ის კაცი ოფშორში ხო არ რიცხავს ფულს,ქალაქის გამოცოცხლებას ცდილობს,ზაფხული მოდის მაინც. ცოტა ხანში ელენიკო რუსეთშიდაფრთიანებული გვეტყვის,რომ შავები ჩავიცვათ და ტელევიზორები გამოვრთათ. ჰიტლერი რაც იყო ყველამ გაიგო და ცხვრის ტყავში გადაცმულ ფაშისტებს რა ვუყოთ ავტორ?
0 1 1