x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
კრიშტიანუ რონალდუს და ჯორჯინა როდრიგესს ტყუპისცალი ბავშვი დაეღუპათ
image

მანჩესტერ იუნაიტედისა და პორტუგალიის ფეხბურთელმა კრიშტიანუ რონალდუმ ტყუპისცალი ახალშობილი შვილის გარდაცვალების შესახებ განაცხადა.


გასულ შემოდგომაზე სპორტსმენმა გამოაცხადა, რომ მისი მეუღლე ჯორჯინა როდრიგესი ტყუპებზე იყო ფეხმძიმედ. დეკემბერში, წყვილმა გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ მათი შვილები ორ ბუშტს გახეთქავენ, რომლიდანაც ცისფერი და ვარდისფერი კანფეტები ცვივა, რაც იმის სიმბოლოა, რომ ოჯახში ბიჭი და გოგონა დაიბადება.


„უღრმესი მწუხარებით უნდა გამოვაცხადოთ, რომ ჩვენი ბავშვი გარდაიცვალა. ეს არის ყველაზე დიდი ტკივილი, რომელსაც ნებისმიერი მშობელი განიცდის. მხოლოდ ჩვენი გოგონას დაბადება გვაძლევს ძალას, ვიცხოვროთ ამ მომენტში გარკვეული იმედითა და ბედნიერებით“, - დაწერა რონალდუმ სოციალურ ქსელში.




მან მადლობა გადაუხადა ექიმებს და ექთნებს, რომლებმაც მშობიარე ჩაიბარეს კვალიფიციურად შესრულებული სამუშაოსთვის და მხარდაჭერისთვის.


"ჩვენ ყველანი განადგურებულნი ვართ მისი დაკარგვით და ვითხოვთ კონფიდენციალურობას ამ ძალიან რთულ პერიოდში", - დასძინა ფეხბურთელმა.


რონალდუსა და როდრიგესს შორის ურთიერთობა 2016 წელს დაიწყო, 2019 წელს წყვილი საიდუმლოდ დაქორწინდა, . ისინი ოთხ შვილს ზრდიან. 2010 წელს რონალდუ პირველად გახდა მამა. ბავშვის დედა ჯერჯერობით უცნობია, თავად ფეხბურთელმა განაცხადა, რომ მისი სახელის გამხელის უფლება არ აქვს. 2017 წელს სუროგატმა დედამ ფეხბურთელს ტყუპები ევა მარია დოს სანტოსი და მატეო გაუჩინა. იმავე წლის ბოლოს რონალდუს ჯორჯინასთან ერთად პირველი საერთო შვილი - ალან მარტინი შეეძინათ.

image

0
82
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
82
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0