x
მეტი
  • 29.04.2024
  • სტატია:134523
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508639
არის თუ არა შანსი უკრაინული არმიის ნაწილები დაეხმარონ მარიუპოლის დამცველებს
image
თუ მარიუპოლს უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ არ მიაშველა ცოცხალი ძალა და ტექნიკა, უკრაინის ყველაზე ბრძოლისუნარიანი დანაყოფი "აზოვი" და მათთან ერთად მარიუპოლში მყოფი საზღვაო ქვეითები და მშვიდობიანი მოსახლეობა განწირულია.


კარგად ვიცი უზარმაზარი არსენალი იმყოფებოდა მარიუპოლის დამცველების ხელში, მაგრამ ყველაფერი ამოლევადია, ქალაქი ყველა სახის შეიარაღებით იბომბება რუსი აგრესორების მიერ, ერთთადერთი ბირთვული ქობინი არ უსვრიათ მარიუპოლისათვის დანარჩენი ყველაფერი გამოიყენეს იქნებოდა ეს ვაკუუმური ბომბები, თერმობარული რაკეტები, ზებგერითი კალიბრები თუ უამრავი სხვა მართვადი თუ უმართავი რაკეტა, ბომბი თუ ჭურვი.


მარიუპოლი ყველა მხრიდანაა ალყაში სწორედ ეს აძნელებს ქალაქის დამცველების დახმარებას და დერეფნის გაკეთებას მოსახლეობის გამოსაყვანად.
დავიჯერო უკრაინულმა გენშტაბმა არ იცის ის რაც ვიცი მე, როგორც სამხედრო ინჟინერმა?


უკრაინას არსენალში ყავს მოდერნიზებული ტანკები ღამის ხედვის სისტემებით, რაც საშუალებას აძლევს უკრაინის შეიარაღებულ ძალებს დამრტყმელი დრონების საფარქვეშ ჩამქრალი ფარებით სცადონ შეჭრა იმ ერთადერთი მიმართულებით რომელსაც შეგნებულად არ გავაჟღერებ (მტერსაც არ ძინავს) რომელიც ყველაზე ხელსაყრელია გაშლილ ველზე მდებარე ქალაქში.



არცერთ შემთხვევაში ტანკები არ უნდა გადაადგილდნენ ეშელონისებურად, უნდა გადაადგილდნენ გაშლილი სახით, უკრაინულმა შორს მსროლელმა არტილერიამ კანონადით უნდა გადაფაროს ღამით მოიერიშე ტანკების და ქვეითა საბრძოლო მანქანების იერიშით გამოწვეული ხმაური.


ბევრჯერ ვარ მარიუპოლში ნამყოფი და მხოლოდ ის დერეფანია მარიუპოლის დამცველების ხსნის გზა.


უკრაინულმა არტილერიამ მაქსიმალურად უნდა დაამუშაოს ქალაქის ის ნაწილი, სადაც ამჟამად რუსი და ჩეჩენი აგრესორები ფლობენ კომტროლს, უზარმაზარი ხმაურის ფონზე უკრაინულ დამრტყმელ ძალას შეუძლია შევიდეს მარიუპოლში, მთავარია საბრძოლო ტექნიკას წინ წარუმძღვარონ მტრალავი ტექნიკა, რომელის გაწმენს გზას მძიმე ტექნიკისათვის.


იმედია უკრაინელი გენერლები გენშტაბიდან ამუშავებენ ან გეგმას, წინააღმდეგ შემთხვევაში საუბედუროდ მივიღებთ ბუჩა2-ს.


მარიუპოლი არის კარიბჭე, რომლის გაღების მერე უკრაინას გაუჭირდება მიმართულების დაცვა.

0
465
6-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
465