x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
"ასეთი ბრძანება მიიღეთ ალქაჯი დეგნანისგან და თქვენც, როგორც ყურმოჭრილი მონა, ასრულებთ?" - თათია გაბრიჩიძე
image

გუშინ, ორბელიანების სასახლეში, „ალტ-ინფოს“ წარმომადგენლებს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ბრიფინგზე დასწრებისა და მისი გაშუქების უფლება არ მისცეს.



ამ ფაქტს გამოეხმაურა ალტ-ინფოს“ წამყვანი თათია გაბრიჩიძე



„თვით პრეზიდენტ ზურაბიშვილის მხრიდან გავხდით შევიწროებულები. უკვე მეორე შემთხვევაა, როცა ორბელიანის სასახლეში ჩვენს გადამღებ ჯგუფს გაურკვეველი მიზეზის გამო არ აძლევენ პროფესიული მოვალეობის შესრულების საშუალებას. ქალბატონი პრეზიდენტი, რომელიც ევროპული ცივილიზაციის მედროშედ ჰყავთ დასმული, ვისთვისაც ყველაზე მნიშვნელოვანი და გარანტირებული უფლებაა სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, ჟურნალისტური საქმიანობის განხორციელება, „ალტ-ინფოს“ გადამღებ ჯგუფს არ აძლევს უფლებას სხვა ტელევიზიების მსგავსად დაესწროს ბრიფინგებს“, – განაცხადა „ალტ-ინფოს“ გადაცემა „ალტერნატიული ხედვის“ წამყვანმა, თათია გაბრიჭიძემ.




მისი თქმით, „ზურაბიშვილის თითოეული ბრიფინგი საფრთხესთან არის დაკავშირებული“.



„გვეშინია ამჯერად რა სიბრძნეს დაახეთქებს ქალბატონი პრეზიდენტი. თუმცა, იმის მიუხედავად, რომ თქვენგან არც ჭვიანურსა და არც ქვეყნისთვის სასარგებლოს არაფერს ველით, არ გრცხვენიათ თან დასავლურ სტანდარტებზე, დემოკრატიასა და მედია პლურალიზმზე ილაპარაკოთ და თან ჟურნალისტები გარეთ დატოვოთ?



ასეთი ბრძანება მიიღეთ ალქაჯი დეგნანისგან და თქვენც, როგორც ყურმოჭრილი მონა, ასრულებთ? ისევე, როგორც მარგველაშვილი, თქვენც ქვეყნის ძალიან დიდი სირცხვილი ხართ და ალბათ, ნანობს ყველა ის ადამიანი, ვინც თქვენ ხმა მოგცათ არჩევნებზე“, – თქვა გადაცემის წამყვანმა.



„ალტ-ინფოს“ კომუნიკაციების კომისიისგან ტელემაუწყებლობის ავტორიზაცია აქვს მიღებული.როგორვ ცნობილია ეს ტელევიზია გამოირჩევა ანტიდასავლური და პრორუსული ნარატივებით.

0
611
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
611
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0