x
image
თაზუ
10 პოპულარული ფილმი, გენიალური, თუმცა ძნელად შესამჩნევი, დეტალებით
რეჟისორები ხანდახან, თავიანთ ფილმებში, ამატებენ პატარა, მაგრამ საოცარ და გენიალურ დეტალებს, რომელთა შემჩნევა არც თუ ისე ადვილია. ამის გამო, ჩვენ ხშირად, საყვარელ ფილმებშიც კი ვერ ვამჩნევთ მათ. ეს ყველაფერი ფილმებს უფრო მეტად მიმზიდველსა და საინტერესოს ხდის. მოდით, ვნახოთ ის გენიალური დეტალები, რომლებიც, დიდი ალბათობით, გამოგრჩებოდათ ამ 10 პოპულარულ ფილმში. დამერწმუნეთ, თქვენ გაკვირვებული დარჩებით!

1) ტიტანიკი (Titanic)

image

აქ, ჩვენ ვხედავთ, ბოლო სცენას ტიტანიკიდან, და გთხოვთ, ყურადღება მიაქციეთ კედლის საათს. თქვენ, სავარაუდოდ, გამოტოვებდით დროს - 2:20. როგორც ამ ფილმის რეჟისორმა, ჯეიმზ კამერონმა, ახსნა, ეს არის ზუსტი დრო, როდესაც ტიტანიკის გემმა ჩაძირვა დაიწყო. გენიალური სიზუსტეა, თუმცა ყურების მომენტში, თვალისთვის ძნელად აღსაქმელი!


2) სპაიდერმენი (Spiderman)

image

რომელი გენიალური დეტალის დანახვა შეგიძლიათ ამ სცენაში? თუ ყურადღებით დააკვირდებით, შეამჩნევთ, რომ ზენდაია კითხულობს წიგნს, სახელწოდებით "Of Human Bondage". ეს არის ნოველა ფილიპ კერის პერსონაჟზე, რომელიც ობოლია და დეიდასთან და ბიძასთან ერთად ცხოვრობს, ისევე როგორც პიტერ პარკერი!

3) მეფე რიჩარდი (King Richard)

image

დიდი ალბათობით, თქვენ ვერ შეამჩნევდით ამ პატარა, თუმცა საოცარ დეტალს: ვერცხლისფერი წიგნი დევს მაგიდაზე, ტრენერის მარჯვენა მხარეს. ფანების უმეტესობისთვის ცნობილია, რომ ვინუს და სერენა უილიამსი ესწრებოდნენ იეჰოვას მოწმეების შეკრებას. ასე რომ, უფრო მეტი სიზუსტისთვის, რეჟისორმა აქ გამოაჩინა ამ ჯგუფის მიერ გამოშვებული ბიბლია.

4) ალტრონის ერა (The Avengers: Age of Ultron)image

რა დეტალს ვერ ვამჩნევთ აქ? ამ ფილმში, რომელიც 2014 წელსაა გადაღებული, სკარლეტის თქმით, ის ორსულადაა. იმისთვის, რომ ეს ფაქტი დაემალათ თქვენგან, რეჟისორი ყოველთვის ცდილობდა რამენაირად დაეფარა სკარლეტის მუცელი. ესაა მიზეზი იმისა, რომ ამ კონკრეტულ სცენაში მსახიობს ბალიში უჭირავს. რა მარტივია, და ამავდროულად, გენიალური!

5) ჯეიმს ბონდი: მოკვდი სხვა დღეს (Die Another Day)

image

ამ სცენაში, აგენტ 007-ს ხელში უჭირავს წიგნი, სახელწოდებით "Field Guide Birds West Indies", რომლის ავტორია ნამდვილი ორნიტოლოგი, ჯეიმს ბონდი. მოგვიანებით, როდესაც ბონდი შეხვდება ჰალი ბერის, ის თავის თავს უწოდებს ორნიტოლოგს, ამტკიცებს რა რომ დაინტერესებულია ჩიტებით. იმისთვის, რომ რეჟისორს, ლი ტამაჰორს, დაემალა თქვენგან ეს დეტალი, მან წაშალა ავტორის სახელი ყდიდან.

6) ბედნიერების დევნა (Pursuit of Happyness)

image

როგორც თქვენ ალბათ იცით, ეს არის რეალურ ისტორიაზე დაფუძნებული ფილმი, რომელიც გვიყვება ამერიკელი ბიზნესმენის, კრის გარდნერის ისტორიის შესახებ. დააკვირდით ამ კონკრეტულ სცენას, სადაც უილ სმიტი უკან ბრუნდება და გვაძლევს მინიშნებას. რის შესახებ? როგორ ფიქრობთ, ვინ არის წითლად მონიშნული? დიახ, ეს კრის გარდნერია.

7) კერკეტი კაკალი (Die Hard)

image

ალან რიკმანის შეშინებული სახის შემხედვარე, შესაძლოა იფიქროთ, რომ ეს პროფესიონალური შესრულებაა! თუმცა სინამდვილეში, ეს ყველაფერი ფილმის გადამღებ ჯგუფის ხრიკთანაა დაკავშირებული. კერძოდ, მათ უთხრეს ალანს, რომ ჩააგდებდნენ სამამდე დათვლის შემდეგ, თუმცა ერთი დათვლის შემდეგ ჰკრეს ხელი. სასაცილოა, ხომ? თუმცა არა რიკმანისთვის.

8) ყოვლისშემძლე ევანი (Evan Almighty)

image

თქვენი აზრით, რას ვერ ამჩნევთ აქ? გთხოვთ, დააკვირდეთ წითელ წრეს, სადაც შეგიძლიათ დაინახოთ ხელმოწერა "Al Mighty". მიუხედავად იმისა, რომ ეს უკანასკნელი იწერება როგორც ადამიანის სახელი, ეს აჩვენებს იმას, რომ ევანის ცოლი ესაუბრება ღმერთს. თუმცა მას გამორჩა მხედველობიდან ეს დეტალი, ისევე როგორც მაყურებელთა უმეტესობას.

9) ფორსაჟი (Fast & Furious)

image

"ფორსაჟი 1" ფილმში, რომელიც გადაღებულია 2001 წელს, ვინს სატვირთო მანქანაში ეჭედება მარჯვენა ხელი. 10 წლის შემდეგ, მისი პერსონაჟი კვლავ გამოჩნდა "ფორსაჟი 5" ფილმში, სადაც მას მარჯვენა მკლავზე ნაწიბური ჰქონდა. ამგვარად, კინორეჟისორმა გენიალურად წარმოაჩინა ეს დეტალი, რომელმაც მთელი სერია ერთ ისტორიად აქცია და ამ ყველაფრის ხაზგასასმელად, ბრაიანი დაჟინებით უყურებს შრამს.

10) ბნელი რაინდი (The Dark Knight)

image

ფილმში "ბნელი რაინდი" კამერა უახლოვდება მასკას, რომელზეც ჯოკერია გამოსახული. როგორ ფიქრობთ, რატომ? გახსოვთ პირველი ფილმი ბეტმენზე, რომელიც გადაიღეს 1966 წელს? დიდი ალბათობით, არა. ამ ფილმში ჯოკერს ჰქონდა ასეთივე მუშკი. შესაბამისად, ეს სცენა ერთმანეთთან აკავშირებს ძველსა და უახლოესი პერსონაჟის ვერსიებს.















0
1268
შეფასება არ არის
ავტორი:თაზუ
თაზუ
1268
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0