x
image
knusi
Mediator image
ქალი და მამაკაცი: ორი სამყარო, ორი ლოგიკა.

imageეს განსხვავება დღემდე საიდუმლოდ რჩება... თანდათან უფრო აშკარა ხდება ქალისა და მამაკაცის ქცევებსა თუ მსჯელობას შორის ზღვარი. მაგალითად: ქალი სარკეში იმიტომ იხედება, რომ რაიმე უარყოფითი, ვთქვათ, ნაოჭი, კოსმეტიკური საშვალებებით დაფაროს; მამაკაცი სარკეს იმიტომ მიაშურებს, რომ კიდევ ერთხელ დარწმუნდეს, თუ რა სანდომიანია. უცნობ ქალაქში ქალი უეჭველად იკითხავს, - როგორ მიაგნოს სასურველ ადგილს; მამაკაცი, როგორც წესი, არავის ჰკითხავს - სად არის ესა თუ ის ქუჩაო; იგი თავის ორიენტაციას ენდობაimage. ქალები შავი ფერის სამოსს იმიტომ ირჩევენ, რომ უფრო ლამაზი აღნაგობისა და სექსუალური ჩანდნენ. თანაც შავს ყველანაირი აქსესუარი უხდება. მამაკაცისათვის შავი ფერი უბრალოდ, ''ჭუჭყის ამტანია''. ქალმა იცის, მის საყვარელ ადამიანს რა რომელი ზომა სჭირდება; მამაკაცმა კი ტავისი რჩეულის მკერდის ზომა დაახლოებით იცის, თვალების ფერს კი უმრავლესობა ვერ არჩევს. ქალს არ ერიდება, ჰკითხოს მამაკაცს, - ძალიან ხომ არ გავსუქდიო; მამაკაცი არასოდეს შეეკითხება ქალს, - ნამეტანი გავმელოტდი თუ არაო.imageმამაკაცებს 5 წუთის შემდეგ აღარც კამათი ახსოვთ, არც კამათის მიზეზი და კვლავ მეგობრებად რჩებიან; ქალები კი საათობით არჩევენ ურთიერთდამოკიდებულებას და მერე კარგა ხანს ახსოვთ მომხდარი. ქალი რომ დაჰპირდება მამაკაცს, - დაგირეკავო, - ეს ნიშნავს, რომ უსათუოდ დაურეკავს; კაცის მიერ ნათქვამი ეს სითყვები არაფერს ნიშნავს. ბოთლში ნახევარი ჭიქა ღვინო, რომ ჩარჩეს, ქალი საცობს დაახურავს და ''შემდეგისთვის'' შეინახავს; მამაკაცი კი, მანამ არ მოისვენებს, სანამ ბოლომდე არ გამოწრუპავს. ხნიერ მამაკაცებს ყმაწვილი ქალები იზიდავთ.image ამით თითქოს თავს ირწმუნებენ, რომ კვლავაც სანდომიანნი და ძლიერები არიან; ქალებს კი სურთ, რაც შეიძლება მალე იხილონ მეუღლენი უფრო ასაკოვანნი და სოლიდურნი.

3
556
11-ს მოსწონს
ავტორი:knusi
knusi
Mediator image
556
  
2012, 20 სექტემბერი, 0:26
უყურე შენ... (Y)(Y)(Y)(Y)
2012, 19 სექტემბერი, 21:19
ზუსტია,მომეწონა.;)))
0 1 3