x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
„დოქსოპულო, დედა გყაავს?” – ამ სიტყვებით მინდა მივმართო ვინმე ვანო ნადირაძეს – დავით ქართველიშვილი
image


კონტრდაზვერვის, შსს-ს, თავდაცვის სამინისტროს თადარიგის პოლკოვნიკი დავით ქართველიშვილი ვანო ნადირაძეს სოციალურ ქსელში მიმართავს.


“დოქსოპულო, შენ დედა გყაავს?” – ამ სიტყვებით მინდა მივმართო ამ კონკრეტულ ვინმე ვანო ნადირაძეს. ოღონდ იმაზე მეტი სიტყვა და ასო-ბგერა მინდა გამოვიყენო, ვიდრე მის სიტყვიერ მარაგს წარმოადგენს. მინდა გავითვალისწინო მისი მძიმე მდგომარეობა“– ასე ეხმიანება ექსპერტი დავით ქართველიშვილი ვანო ნადირაძის ვიდეომიმართვას, რომელიც ქართველ ოფიცრებს დაუმორჩილებლობისკენ მოუწოდებს.


„დოქსოპულო, შენ დედა გყაავს?” – ამ სიტყვებით მინდა მივმართო ამ კონკრეტულ ვინმე ვანო ნადირაძეს. ოღონდ იმაზე მეტი სიტყვა და ასო-ბგერა მინდა გამოვიყენო, ვიდრე მის სიტყვიერ მარაგს წარმოადგენს. მინდა გავითვალისწინო მისი მძიმე მდგომარეობა – ომში მეომრად ყოფნა და თავი ავარიდო ტრადიციული, “კლასიკური” ქართველისათვის შეუფერებელ – საქართველოს, მისი შვილებისა და მათი დედების მისამართით გაუკუღმართებული მოწოდებების პრაქტიკას.



არანაირ შესაძლებლობას არ გიტოვებს, ელემენტარული ინტელექტის ფარგლებში ავუხსნა ამ მეტყველება/უუნარობის მქონე ადამიანისთვის მის გინება/გამოშიგნებულ შუალედებში დასმულ წუხილებზე პასუხის გაცემას – რამეთუ, ვერ გაიგებს, ვერ მიხვდება და ღმერთმა არ ქნას, ამით მიყენებულმა ფსიქო/ემოციურმა ტრავმამ მას რეალურ, და არა ვირტუალურ ბრძოლაში – ხელი შეუშალოს. და ეს რჩევა რომელიმე კომპიუტერული “ვირთხის” მხრიდან რომ არ მიიღოს, ხელს მოვაწერ ჩემი რეალური რეგალიებით – კონტრდაზვერვის, შსს-ს, თავდაცვის სამინისტროს თადარიგის პოლკოვნიკი დავით ქართველიშვილი“– წერს ქართველიშვილი.

0
248
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
248
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0