x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
მამაკაცმა რეზინით ნავით 1200 მილის გაცურვა გადაწყვიტა,რათა 2 წლის უნახავი ცოლი ენახა
image

საყვარელ მეუღლეს მონატრებული ქმარი, რომელიც ცდილობდა ტაილანდიდან ინდოეთში ნავით ჩასულიყო ცოლის სანახავად, მაშველებმა გადაარჩინეს და დააკავეს ტაილანდის სანაპიროდან სულ რაღაც 50 მილის მოშორებით, ზღვაზე 2 კვირიანი მოგზაურობის შემდეგ.



ვიეტნამელი ჰო ჰოანგ ჰუნგი ტაილანდის საკურორტო კუნძულ ფუკეტიდან გასაბერი რეზინის ნავით გაემგზავრა, რომელმაც საგზალად მხოლოდ წყალი და სწრაფად მოსამზადებელი ატრია წაიყოლა, მამაკაცს ნავიგაციის სისტემის გარეშე, ბენგალის ყურის გასწვრივ 1240 მილი უნდა გაეცურა.



თევსაჭერმა გემმა 37 წლის მამაკაცი ოთხშაბათს სიმილანის კუნძულებთან, ტაილანდის მატერიკიდან დაახლოებით 50 მილის დაშორებით იპოვე, რის შემდეგაც დაუკავშირდა სამხედრო-საზღვაო უსაფრთხოების განყოფილებას, რომლებმაც ის გადაარჩინეს.


image


ჰო ჰუნგმა ოფიციალურ პირებს განუცხადა, რომ ცდილობდა დაკავშირებოდა თავის მეუღლეს, რომელიც მუშაობს ინდოეთში, კერძოდ ქალაქ მუმბაიში, მას შემდეგ, რაც ორი წელი გაატარეს ცალ-ცალკე კოვიდ შეზღუდვების გამო.


ტაილანდის სამხედრო- საზღვაო ძალების კაპიტნის, პიჩეტ სონტანის თქმით, მამაკაცი იპოვეს რუკის, კომპასის, GPS-ის, გამოსაცველი ტანსაცმლის გარეშე და მხოლოდ შეზღუდული რაოდენობის წყლით.


თავდაპირველად მამაკაცი ბანგკოკში გაფრინდა, მაგრამ აღმოაჩინა, რომ უვიზოდ ვერ წავიდოდა ინდოეთში, ამიტომ ავტობუსით ჩავიდა ფუკეტში და იქვე იყიდა რეზინის ნავი.

image

ჰუ ჰუნგმა მოგზაურობა ზღვაზე 5 მარტს დაიწყო, თუმცა პირქარის გამო გაუჭირდა წინსვლა და ორი კვირის განმავლობაში მხოლოდ 50 მილის დაფარვა შეძლო, შემდეგ შეაბამისმა სამსახურებმა იპოვეს კიდეც.


ტაილანდის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ ჰუნგს ფუკეტში დააბრუნებდნენ შემდგომი დაკითხვისთვის.


„ჩვენ დავუკავშირდით ვიეტნამის და ინდოეთის საელჩოებს, მაგრამ პასუხი ჯერ არ მიგვიღია“, - განაცხადა პიჩეტ სონტანმა.

1
147
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
147
  
2022, 29 მარტი, 19:39
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1