x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
პუტინი ცვლის გეგმას, სამხედრო ფიასკოს მერე ხვდება კიევს რომ ვერ აიღებს და მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვას მიჰყო ხელი (მიზეზს სტატიაში წაიკითხავთ)
image სურათზე ხედავთ კიევის ოლქის ქალაქ ბუჩას, სადაც რუსული არმიის ძლევამოსილების მითი დაამსხვრია უკრაინულმა არმიამ და ქალაქის პატრიოტმა მოსახლეობამ.


დიახ ეს ჯართის გროვა რუსული არმიის ნარჩენებია, რომლებიც კიევისკენ გაჭრას ცდილობდნენ და რა მიიღო ამით რუსეთმა ფაქტი სახეზეა-"ტვირთი 200"-ის კოლოსალური ციფრები, თუმცა რუსეთს როდის ადარდებდა ჯარისკაცის ბედი, როგორც ერთმა მეტისმეტად ცნობილმა მხედართმთავარმა თქვა: "ქალები კიდევ შობენ".


თითქმის ერთი თვის მერეც კი რუსებმა ვერ მიაღწიეს მიზანს-აეღოთ კიევი, მეტიც კიევს არ გააკარეს რუსული არმიის არცერთი ნაწილი, სამწუხაროდ ისევე, როგორც ჩვენ 2008 წელს ოკუპანტებთან ბრძოლაში უკრაინასაც უჭირს უზარმაზარი ტერიტორიის გამო ცის კონტროლი, შესაბამისად რუსული ავიაცია დომინირებს ცაში თუმცა კოლოსალური დანაკარგებით.


მას შემდეგ რაც რუსული "ბლიც-კრიგი" ვერ შედგა რუსეთის დიქტატორის ბრძანებით გენშტაბმა შეცვალა ტაქტიკა და თუ მანამდე კშედარებით კანტიკუნტად იბომბებოდა საცხოვრებელი კორპუსები, კლინიკები, ბავშვთა სახლები-ახლა რუსული არტილერია, ავიაცია და საზღვაო ფლოტი მასიურად ბომბავს უკრაინის ქალაქებს, პრაქტიკულად ჩემი მშობლიური ქალაქი ხარკოვი მიწასთანაა გასწორებული, ასეა მარიუპოლი, ასეა ირპენი, ასეა ხერსონი.
რას და რის მიღწევას ცდილობს რუსეთის დიქტატორი ასეთი ტაქტიკით?
პუტინი ხვდება მისი ძალები არაა საკმარისი კიევის ასაღებად (ერთია აიღო ქალაქი და მეორეა მასზე კონტროლის სრულად დამყარება შესძლო), ხვდება იმასაც რომ სანქციებიდან გამომდინარე ყოველდღიურად ქვეყნის ბიუჯეტი კოლაფსისაკენ რომ მიექანება, ხედავს იმასაც რომ ლოჯისტიკაში სრული კრახი აქვს და ახლა ამ უმოწყალო დაბომბვებით (რომელიც სამხედრო დანაშაულია კაცობრიობის წინაშე) უკრაინა აიძულოს აღიაროს ყირიმი, როგორც რუსეთის ფედერაციის ტერიტორია და ასევე აღიაროს დონბასის თვითაღიარებული დონეცკის და ლუგანსკის "რესპუბლიკები".



ომია, ომში იღუპება ძირითადად სამოქალაქო მოსახლეობა საავიაციო თუ საარტილერიო დაბომბვებისას, რადგან ჩამონგრეულ საცხოვრებელ კორპუსებში "იმარხებიან", სამხედროებს კი წვრთვნის და გამოცდილების წყალობით გადარჩენის მეტი შანსი აქვს ბრძოლის ველზე.


მიაღწევს პუტინი უკრაინის ხელისუფლების კაპიტულაციას?-მე ვგულისხმობ არა საომარ კაპიტულაციას, არამედ პოლიტიკურს ანუ უკრაინის მიერ ოკუპირებული ყირიმის და დონბასის ცნობას!


პირადად არა მგონია უკრაინის ხელისუფლებამ ამხელა მსხვერპლის გაღების მერე ასეთ კაპიტულაციაზე ხელი მოაწეროს.


რუსეთი ცდილობს სირიელი დაქირავებულები შეიყვანოს უკრაინაში, მაგრამ ეს ავანტიურაც განწირულია რადგან უდაბნოში გაზრდილი სირიელისთვის ძალიან რთულია იგივე წარმატებით იომოს უკრაინაში როგორი წარმატებითაც იბრძოდა სირიაში, რაც მათ სრულ დემორალიზებას გამოიწვევს.


უკრაინაში იწყება ეგრეთ წოდებული "распутица"-ს პერიოდი, როცა თოვლის დნობის გამო მდინარეებში წყლის დონე მკვეთრად იმატებს, მიწა ტენით გაჯერებულია და შეუძლებელია მძიმე ტექნიკამ გაიაროს არა ასფალტირებულ გზებზე, ცალკე თემაა ლოჯისტიკის მოშლის ალბათობა უკრაინული დივერსიული ჯგუფების მიერ, რომელიც სარკინიგზო ხიდების, რელსების აფეთქებაში გამოიხატება.
ახლა მთავარია უკრაინას მიაწოდონ დროულად ჰაერსაწინააღმდეგო კომპლექსები, საუბარია შორი რადიუსის მოქმედების ჰაერსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსებზე.

0
451
5-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
451