x
image
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
"დისნეის" ოთხი თანამშრომელი პედოფილიასა და ტრეფიკინგის ბრალდებით დააკავეს

ფლორიდაში (აშშ) პოლიციამ დააკავა "დისნეის" ოთხი თანამშრომელი, რომლებიც ეჭვმიტანილები არიან არასრულწლოვანთა ცდუნებასა და ადამიანებით ვაჭრობაში. ამის შესახებ CBS იტყობინება.image
დაკავებები მეძავების აყვანის ოპერაციისას მოხდა, რაც 6 დღის განმავლობაში სრულდებოდა. პოლიციელი 14 წლის გოგონას სახელით გაეცნო "დისნეის" კომპლექსში მომუშავე ერთ-ერთ თანამშრომელს, რომელიც თავისისამსახურით იკვეხნიდა და "გოგონას" უხამსი მიმოწერა გაუბა, შემდეგ კი შიშველი ფოტოსურათები ფგაუგზავნა.

"დისნეის" სამ თანამშრომელს ბრალად წაუყენეს შევიწროება და პროსტიტუციიის ორგანიზება. ორი მათგანი მუშაობდა IT სპეციალისტად, ხოლო ერთი მუშაობდა Disney-ში Starlight Cosmic Ray კაფეში.

დაკავების შემდეგ "დისნეიმ" სამი თანამშრომელი გაგზავნა არაანაზღაურებად შვებულებაში და კომპანიამ უარი თქვა ერთი ბრალდებულის აღიარებაზე. საერთო ჯამში, ოპერაციის დროს 108 ადამიანი დააკავეს, მათ შორის მეძავები, მათი კლიენტები და პირები, რომლებიც ადამიანებს პროსტიტუციისკენ უბიძგებდნენ.

0
103
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
103
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0