x
image
თამილა გურაშვილი
Mediator image
ვიდეო: მსოფლიო ახალი ბირთვული კატასტროფის ზღვარზე? - ექსპერტთა მოსაზრებები
image



ევროპა და მსოფლიო მორიგი ბირთვული კატასტროფის ზღვარზეა? ნატოს გენერალურმა მდივანმა უკრაინასა და ევროპაში ყველაზე დიდი ზაპორიჟიეს ატომური ელექტროსადგურის ღამით დაბომბვას უპასუხისმგებლობა, უკრაინის პრეზიდენტმა კი ბირთვულ ტერორი უწოდა, იუწყება Euronews-ი.


„უპირველეს ყოვლისა, პასუხი უნდა გაეცეს კითხვებს: გადარჩა თუ არა რეაქტორის შემკავებელი შენობა? სტანდარტების მიხედვით, რეაქტორის ირგვლივ დიდი ბეტონის ბლოკი უნდა იყოს და არის თუ არა ელექტროენერგია, რომელიც ამუშავებს ტუმბოებს, რომლებიც წყალს აცივებენ სადგურზე? თუ ასეა, მაშინ შეშფოთების საფუძველი არ არსებობს. თუმცა, იმ პირობით, რომ სადგურზე ახალი თავდასხმა არ განხორციელდება და თუ უკრაინელი ოფიციალური პირები შეძლებენ ობიექტზე წვდომას, ხანძრის ჩაქრობას და ატომური ელექტროსადგურის დაცვას." - აცხადებს ჯონ ვულფსთალი, აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს უფროსის მოადგილე შეიარაღების კონტროლისა და გაუვრცელებლობის საკითხებში.


სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტის სამრეწველო და სისტემური ინჟინერიისა და საერთაშორისო ურთიერთობების პროფესორი ნაჯმედინ მეშკატი ხედავს კიდევ ერთ რისკ ფაქტორს: „დაბომბვის გამო, არის შანსი, რომ ავტონომიური ელექტრომომარაგება დაიკარგოს, მაშინ მოგიწევთ დაეყრდნოთ მთლიანად ავარიულ დიზელის გენერატორებზე, ეს კი არის ძალიან არასანდო, ფაქიზი მოწყობილობა”.



ექსპერტები თანხმდებიან, რომ გაგრილების სისტემების უკმარისობამ და ბირთვული რეაქტორის ბირთვის დნობამ შეიძლება გამოიწვიოს კიდევ ერთი კატასტროფა, ჩერნობილისა და ფუკუსიმას შემდეგ.





0
94
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
94
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0