x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
"პაციფისტური მარში მთელი მსოფლიოდან უკრაინაში... იქნებ მართლაც კარგი იდეაა?" -მარი მახარაძე
image

1989 წლის 9 აპრილის სიმბოლო იური მეჩითოვის ფოტოდან მარი (ნანა) მა­ხა­რა­ძე, რომელიც წლებია იტალიაში ცხოვრობს და იქვეა გათხოვილი, სოციალურ ქსელში უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და მისი მეუღლის მიერ გაჟღერებულ იდეას სთავაზობს საზოგადოებას:


"ორი კვირაა 24/24ზე ისმის ჩემ სახლში რუსეთი, უკრაინა, პუტინი, ზელენსკი, ომი, სანქციები, ამერიკა, ევროპა, დახმარება, იარაღი, შიში, დევნილები...
სტრესი, სიკვდილი...


ვისმენ შეშფოთებას, აღშფოთებას, ჯერ კიდევ გაკვირვებას, მოწოდებას, დარიგებას, შეგონებას, კრიტიკას, დახმარებას, აღფრთოვანებას... ომი კი გრძელდება...


ყოველ წამს წყდება სიცოცხლე... ამ დაწყევლილ ომზე ხშირად ვკამათობთ მე და ჩემი მეუღლე... მე ქმედითი ნაბიჯების მომხრე ვარ, მიუხედავად იმისა, გააზრებული მაქვს რა შეიძლება მოყვეს ამ ყველაფერს... ჩემი ქმარი საუბარში ძირითადად დიპლომატიურ ტონს იყენებს...

ამ საღამოს, მსოფლიოს ყველა სატელევიზიო არხებზე ინფორმაციის გაცნობის შემდეგ მეუბნება:



-მე ვიცი როგორ შეიძლება გადაწყდეს პრობლემა...


-მთელი მსოფლიო ფიქრობს ამ პრობლემაზე და ბრძანეთ ვუპასუხე “ევროპული გაკვირვებით“...


-ვიფიქრე, რომ სანქციებზე და იარაღზე ეფექტური პუტინის წინააღმდეგ იქნებოდა, პაციფისტური მარში უკრაინაში, ანუ მსოფლიოს ყველა ქვეყნიდან უნდა დაიძრას ათასობით ადამიანი: ამერიკელები, ინგლისელები, იტალიელები, ფრანგები, ესპანელები, გერმანელები, მშვიდობისმოყვარე რუსები, ავსტრალიელები, კანადელები, აფრიკელები, უიარაღო ადამიანები მშვიდობის მოთხოვნით. ეს იქნება უდიდესი ძალა, რომლის წინააღმდეგ პუტინი იარაღს ვერ გამოიყენებს...


-ქართველები გამოგრჩა?


-ქართველებმა უკვე იცით ომის და მშვიდობის ფასი, ეხლა ჩვენი ჯერია...
(თან თქვენი ბიჭები ხომ იქ არიან)...


არ ვიცი რატომ დამეუფლა სიმშვიდე, რა მომეწონა იდეა თუ გართიანებული მსოფლიოს წარმოდგენა, მშვიდობის სუნი თუ ხვალინდელი დღის იმედი... იქნებ მართლაც იყოს კარგი იდეა... ჯერჯერობით კი ისევ ომია... კიდევ ერთი ღამე... ნეტავ რამდენი სიცოცხლე..."-წერს მარი მახარაძე.



0
215
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
215
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0