x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
რუსმა სამხედროებმა დახვრიტეს მოხალისეები, რომლებსაც უპატრონო ძაღლებისთვის საჭმელი მიჰქონდათ

image

სამი უკრაინელი მოხალისე დახვრიტეს რუსმა ჯარისკაცებმა მას შემდეგ, რაც შიმშილით მისავათებულ ცხოველებს საკვები მიაწოდეს კიევის ოლქში მდებარე ძლიერად დაბომბულ ქალაქ ბუჩაში.


25 წლის სერგეი უსტიმენკო, 28 წლის მაქსიმ კუზმენკო და 26 წლის ანასტასია იალანკო 4 მარტს უსტიმენკოს მშობლების წამოსაყვანად მიდიოდნენ, როდესაც რუსულმა მანქანამ, რომელსაც თვითმხილველები აღწერენ, როგორც ტანკს ან ქვეითთა ​​საბრძოლო მანქანას, ცეცხლი გაუხსნა მათ ავტომობილს.



სამივე მოკლეს მანამდე, სანამ ვალერი უსტიმენკო, სერგეის მამა, სახლიდან გამოვარდებოდა და ცხედრებს მანქანიდან სარდაფში გადამალავდა.



მაქსიმ კუზმენკოს მეგობარმა, დიმიტრი ზუბკოვმა Kyiv Independent-ს განუცხადა, რომ რუსებს წარმოდგენაც არ ჰქონდათ, რომ მშვიდობიან მოსახლეობას ესრებოდნენ.


”მანქანა იყო (როგორც ჩანს) სამოქალაქო”, - თქვა მან.

„მაქსიმს პომპონიანი ქუდი ეხურა. ისინი საერთოდ არ ჰგავდნენ ჯარისკაცებს“.

თავდასხმიდან სამი დღის განმავლობაში ცხედრები ვალერის სარდაფში დარჩა, სადაც ის დაბომბვას ემალებოდა. ბუჩაში ძლიერი საარტილერიო ცეცხლის გამო სამი მეგობარის დაკრძალვა ვერ მოხერხდა.



ბუჩას მერმა ანატოლი ფედორუკმა განაცხადა, რომ რუსების დაბომბვა იმდენად მასიური იყო, რომ მოსახლეობამ დაღუპულების შეგროვება ვერ შეძლო. მან აგრეთვე აღნიშნა, რომ დაბომბვის გარდა გვამები მაწანწალა ძაღლების მიერ საშინლად არის დასახიჩრებული.


4 მარტს მოკლულმა სამმა მეგობარმა ჯერ საკვები მიიტანეს ძაღლების თავშესაფარში და შემდეგ გაემართნენ უსტიმენკოს მშობლების სახლისკენ, რომელბიც დაბომბვებს ემალებოდნენ.სწორედ იქ გაუხსნენს ცეცხლი მეგობრებს.


სერგეი უსტიმენკო, ავტოსარემონტო მაღაზიის თანამფლობელი იყო კიევში, მეგობრები ახასიათებნდენ როგორც "კეთილი და სანდო" პიროვნებას და "საუკეთესო მძღოლს მთელ კიევში".

image

მაქსიმ კუზმენკო ჩილიმბარში მუშაობდა კიევში, რომელიც რუსების შემოჭრის შემდეგ უკრაინის არმიას და საავადმყოფოებს საკვების მომარაგებაში ეხმარებოდა.

image

26 წლის ანასტასია იალანკა დახასიათებული იყო როგორც ნიჭიერი IT დამსაქმებელი, რომელმაც ახალი სამსახური მხოლოდ სამი კვირის წინ დაიწყო.


image

0
773
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
773
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0