x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
მაკრონმა პუტინს დაურეკა და ატომური ელექტროსადგურების შესახებ გამოკითხა
image

პუტინმა უთხრა მაკრონს, რომ რუსეთი აკონტროლებს ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურს, რათა თავიდან იქნას აცილებული პროვოკაციები.


რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სატელეფონო საუბრისას საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს განუცხადა, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალები აკონტროლებენ ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურს, რათა თავიდან აიცილონ უკრაინის მხრიდან პროვოკაცია. ამის შესახებ ТАСС-ი იტყობინება.


ასევე პუტინმა დასძინა, რომ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ირგვლივ მომხდარ ინციდენტზე პასუხისმგებლობის გადაბრალების მცდელობა რუს სამხედროებზე პროპაგანდისტული კამპანიის ნაწილია. მან აღნიშნა, რომ ატომური ელექტროსადგურის როგორც ბირთვული, ასევე ფიზიკური უსაფრთხოება ახლა კონტროლს ექვემდებარება, ხოლო სადგურის ირგვლივ რადიაციული ფონი ნორმის ფარგლებშია.



ეს იყო საფრანგეთის ლიდერის მეოთხე ზარი რუსეთის პრეზიდენტთან უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ, რომელიც 24 თებერვალს დაიწყო.


ერთ-ერთ სატელფონი ზარის დროს მაკრონმა ისაუბრა, რომ დაუშვებელია სამოქალაქო ინფრასტრუქტურის დაბომბვა და ასევე მოითხოვა, რომ მშვიდობიანი მოქალაქეებს ჰქონდეთ საშუალება თავისუფლად გადაადგილდენ საზოგადოებრივ გზებზე.


2 მარტს საფრანგეთის პრეზიდენტმა გამოაცხადა, რომ აუცილებელია რუსულ მხარესთან კონტაქტი შენარჩუნდეს, რათა დაარწმუნოს პუტინი „საომარი მოქმედებების შეწყვეტის აუცილებლობაში“.

1
191
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
191
  
2022, 6 მარტი, 23:36
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1