x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
"მე უნდა ვიყო უკრაინაში, ჩემი მოქალაქეობის ქვეყანაში, ჩემ მთავარსარდალთან, იქ მელოდებიან" – სააკაშვილი
image


მიხეილ სააკაშვილი ითხოვს, რომ უკრაინაში, მის ქვეყანაში გაუშვან, რადგან იქ ელოდება მისი მთავარსარდალი {ვოლოდიმირ ზელენსკი} ამის შესახებ მან დღევანდელ სასამართლო პროცესზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.


“მე ვარ უკრაინის ნაციონალურ რეფორმათა საბჭოს თავმჯდომარე, ჩემი კაბინეტი არის პრეზიდენტ ზელენსკის კაბინეტის გვერდით პირდაპირ. იქ მე მელოდებიან ამ განსაკუთრებით საშიშ პერიოდში, მე უნდა ვიყო უკრაინაში, ჩემი მოქალაქეობის ქვეყანაში და მე უნდა ვიყო ჩემ მთავარსადრალთან, გეყოთ გამბედაობა და დაუჯერეთ იმ ევროპული ქვეყნების პრეზიდენტებს, როლებიც გეუბნებიან, რომ დროზე გაუშვით სააკაშვილი იქ. მე დარწმუნებული ვარ, ასე სჯობს საქმისთვის და საქართველოს მომავალი რეპუტაციისთვის“- განაცხადა სააკაშვილმა.


*****************************


მე ვარ უკრაინელი ოფიციალური პირი და მომეპყარით სათანადოდ, თუ ჩემს პრეზიდენტობას არ სცემთ პატივს”- წერია პოსტში, რომელიც მიხეილ სააკაშვილის ფეისბუქზე გამოაქვეყნდა და გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას ნაც.მოძრაობაზე, როდესაც თქვა, რომ მათ უხარიათ უკრაინაში ომი.


“რა მიხარია, შე იდიოტო, უკრაინაში ომი? პირველად ცხოვრებაში, ვეღირსე ნამდვილ კარგ სახლს, თქვენგან განსხვავებით არა მოპარული ფულით. გუშინ იმ სახლთან რუსულმა BTR-ებმა ჩაიარეს. ხვალ ალბათ შიგნით შევლენ და ჩემს საწოლში დაიძინებენ. ასევე, ჩავლენ ჩემს ღვინის მარანში და ყველაფერს გამოწრუპავენ და ეს შემიძლია, მიხაროდეს?


მე ვარ უკრაინელი ოფიციალური პირი და მომეპყარით სათანადოდ, თუ ჩემს პრეზიდენტობას არ სცემთ პატივს.”- წერს სააკაშვილი.

0
220
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
220
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0